McDONALD'S APP Georgia გამოყენების წესები და პირობები
ბოლო განახლება: 2024 წლის 15 აგვისტო
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს. მათში ასახულია შეზღუდვები "მაკდონალდს"-ის პასუხისმგებლობაზე და სხვა დებულებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს კანონიერ უფლებებზე.
წინამდებარე წესები და პირობები (პირობები) წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას თქვენს (საბოლო მომხმარებელს ან თქვენ) და "მაკდონალდს" („შპს თ და კ რესტორნები“, „ან „ჩვენ“) ,კომერციული რეესტრის ნომრით 204909180, საქმიანობის ადგილი- სათაო ოფისი, თბილისი, ძმები კაკაბაძეების 1, შემდეგისათვის:
McDONALD'S APP Georgia, მობილური აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფა, პროგრამული უზრუნველყოფით მიწოდებული მონაცემები და ასოცირებული მედია (App); და :
[ონლაინ ან ელექტრონული] დოკუმენტები (დოკუმენტები).
ჩვენ გაძლევთ ლიცენზიას აპისა და დოკუმენტების გამოყენებაზე, წინამდებარე პირობების საფუძველზე და აღნიშნული ექვემდებარება ნებისმიერ წესს ან პოლიტიკას, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი აპლიკაციის მაღაზიის პროვაიდერის ან ოპერატორის მიერ, რომლის საიტიდანაც: Android-ისათვის: Play Store, iOS-სათვის : Apple Appstore (Appstore), საბოლოო მომხმარებელმა ჩამოტვირთა აპლიკაცია (Appstore Rules). ჩვენ არ ვყიდით თქვენზე აპს ან დოკუმენტებს. ჩვენ ყოველთვის ვრჩებით აპლიკაციისა და დოკუმენტების მფლობელებად.
ოპერაციული სისტემის მოთხოვნები ეს აპი მოითხოვს მობილურ მოწყობილობის ინტერნეტზე წვდომას და ADROID 8.0 ან უფრო ახალს ან iOS 13 ან უფრო ახალს.
აპლიკაციის ინსტალაციით, წვდომით ან გამოყენებით, რომელზეც განთავსებულია ან მითითებულია პირობები (თქვენ დებთ სავალდებულოდ შესასრულებელ ხელშეკრულებას "მაკდონალდს"-თან.
გთხოვთ, აგრეთვე იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის განცხადება, რომელიც შეტანილია წინამდებარე ხელშეკრულებაში , წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს და აღწერს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ ინფორმაციას.
აპი არ არის გამიზნული ან გათვლილი თექვსმეტი (16) წელზე ნაკლები ასაკის პირის მიერ გამოსაყენებლად . თქვენ უნდა იყოთ სულ მცირე თექვსმეტი (16) წლის, რომ გამოიყენოთ აპლიკაცია. თუკი ჯერ არ ხართ თექვსმეტი (16) წლის, მაშინ არ უნდა გამოიყენოთ აპლიკაცია. "მაკდონალდს" იტოვებს უფლებას მოითხოვოს მომხმარებლებისგან მტკიცებულება, რომ ისინი აპის გამოსაყენებლად შესაბამისი ასაკის არიან და გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში, თუ აღმოჩნდება ან არსებობს ეჭვი, რომ აპს იყენებს 16 წლამდე არასრულწლოვანი.
თუ თქვენ ხართ 16-დან 18 წლამდე და თქვენი მშობელი ან მეურვე არ ეთანხმება პირობებს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება და მოითხოვოთ, რომ "მაკდონალდს"-მა დახუროს აპლიკაციის თქვენ მიერ შექმნილი ნებისმიერი ანგარიში. შეგიძლიათ მოითხოვოთ ანგარიშის წაშლა ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: tk@mcdonalds.ge. გთხოვთ, მიუთითოთ იმ ანგარიშის ელფოსტის მისამართი, რომლის წაშლა გსურთ.
აპში ანგარიშის შექმნისას მომხმარებლებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ნამდვილი და ზუსტი პერსონალური ინფორმაცია. შპს თ და კ რესტორნები იტოვებს უფლებას მოითხოვოს მომხმარებლებისგან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი. ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის გამოცხადება ექვემდებარება შესაბამისი კანონმდებლობის სანქციებს და შპს თ და კ რესტორნები იტოვებს უფლებას შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში და შეატყობინოს ხელისუფლებას ნებისმიერი ასეთი მოვლენის შესახებ, თუ აღმოჩნდება ან არსებობს ეჭვი, რომ მომხმარებელმა მოგვაწოდა ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია.
1. აპლიკაციის შესახებ
1.1 პირობები ვრცელდება აპზე ან ნებისმიერ სერვისზე, რომელიც ხელმისაწვდომია აპლიკაციის (სერვისების) მეშვეობით, აპის [ან ნებისმიერი სერვისის] ნებისმიერი განახლების ან დამატებების ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ მოყვება განცალკევებული, სპეციალური პირობები, ამ შემთხვევაში მოქმედებს ეს პირობები. თუ აპში ან ნებისმიერ სერვისში შედის რაიმე ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა, ღია კოდის ლიცენზიის პირობები შესაძლოა იყოს უპირატესი ამ პირობების ზოგიერთ პირობებთან მიმართებით.
1.2 დაიცავით საგზაო მოძრაობის წესები. აპლიკაციით სარგებლობისას თქვენ უნდა დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები და ყველა მოქმედი წესი. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ აპი ავტომობილის მართვის დროს ანიმ ავტომობილის საჭესთან ჯდომისას ან მისი მართვისას, რომელიც მოძრაობს ან არ არის „გაჩერებული დგომის ადგილას“. ნებისმიერ დროს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ უნდა გამოიყენოთ აპლიკაცია მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნულით სარგებლობა კანონიერი და უსაფრთხოა.
1.3 თქვენს მოწყობილობებზე და ანგარიშებზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ. ჩაითვლება, რომ თქვენ მიღებული გაქვთ ნებართვა მობილური ტელეფონის ან ხელის მოწყობილობების მფლობელებისგან, რომლებიც კონტროლდება თქვენს მიერ, მაგრამ არ გეკუთვნით, და აღწერილია 6.2(a) პირობაში (მოწყობილობები) და აპლიკაციის ასლი ჩამოტვირთული გაქვთ მოწყობილობებზე. .თქვენ და მათ შეიძლება ჩამოგეჭრათ საფასური თქვენი და მათი სერვისის პროვაიდერების მიერ მოწყობილობებზე ინტერნეტის წვდომისთვის. თქვენ პასუხისმგებელი ხართ აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭირო ნებისმიერ მოწყობილობაზე, პროგრამასა და სერვისზე. შპს თ და კ რესტორნები არ იძლევა გარანტიას, რომ აპლიკაცია სრულად იმუშავებს ამა თუ იმ კონკრეტულ მოწყობილობაზე ან ამა თუ იმ კონკრეტულ პროგრამასთან. თქვენ ასევე პასუხისმგებელნი ხართ შეტყობინებების და მონაცემთა გადასახადებზე, აპლიკაციის სარგებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებზე და გადასახადებზე, მათ შორის, როდესაც ჩვენ გიკავშირდებით ტექსტით, ელ. ფოსტით ან თქვენ მიერ არჩეული სხვა საშუალებებით. თუ თქვენ შექმნით აპის ანგარიშს, თქვენ პასუხისმგებელი ხართ ამ ანგარიშის უსაფრთხოებაზე და აღნიშნული ანგარიშით განხორციელებულ ყველა საქმიანობაზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი აპლიკაციის ანგარიში და თქვენს ანგარიშზე შეტანილი ინფორმაცია ყოველთვის უნდა იყოს ზუსტი.
1.4 დროდადრო აპლიკაციები შესაძლოა განახლდეს Appstore-ის მეშვეობით. განახლებიდან გამომდინარე, თქვენ ვერ შეძლებთ სერვისების გამოყენებას, სანამ არ ჩამოტვირთავთ აპლიკაციის უახლეს ვერსიას და არ დაეთანხმებით ახალ პირობებს.
1.5 გარდა ამისა, აპლიკაციის ან რომელიმე სერვისის გამოყენებით, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ ინტერნეტ გადაცემები არასოდეს არის სრულიად კონფიდენციალური ან უსაფრთხო. თქვენთვის გასაგებია, რომ ნებისმიერი შეტყობინება ან ინფორმაცია, რომელსაც აგზავნით აპლიკაციის ან ნებისმიერი სერვისის გამოყენებით, შეიძლება წაკითხული ან ხელში ჩაგდებული იყოს სხვების მიერ, მაშინაც კი, თუ არსებობს სპეციალური შეტყობინება, რომ კონკრეტული გადაცემა დაშიფრულია.
1.6 პირობების განახლებები. პრემიერ კაპიტალს შეუძლია ასევე განაახლოს პირობები ნებისმიერ დროს და თავისი შეხედულებისამებრ. თუ შპს თ და კ რესტორნები არსებით ცვლილებებს შეიტანს პირობებში, ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი გონივრული საშუალებით, მაგალითად, როგორიცაა ახალი პირობების აპლიკაციაში გამოქვეყნებით. ახალი პირობები შეიძლება გამოჩნდეს ეკრანზე და შეიძლება დაგჭირდეთ მათი წაკითხვა და მიღების დადასტურება, რათა განაგრძოთ აპისა და სერვისების გამოყენება. თუ არ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება და მოითხოვოთ, რომ პრემიერ კაპიტალმა მა დახუროს თქვენ მიერ შექმნილი, აპლიკაციის ნებისმიერი ანგარიში. თქვენი ანგარიშის დასახურად, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე tk@mcdonalds.ge.
1.7 ზოგიერთი სერვისი, მათ შორის „რესტორნის მომძიებელი“ (RESTAURANT FINDER), გამოიყენებს მოწყობილობებიდან გამოგზავნილ მდებარეობის მონაცემებს. ამ ფუნქციის გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოწყობილობაზე აპისთვის მდებარეობის სერვისების პარამეტრების გამორთვით. თუ თქვენ იყენებთ ამ სერვისებს, თქვენ ეთანხმებით ჩვენ და ჩვენი შვილობილი კომპანიების და ლიცენზიანტების მიერ თქვენი მდებარეობის მონაცემებისა და მოთხოვნების გადაცემას, შეგროვებას, შენახვას, შენარჩუნებას, დამუშავებასა და გამოყენებას ლოკაციასა და საგზაო მოძრაობაზე დაფუძნებული პროდუქტისა და მომსახურებების უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ ეს თანხმობა მოწყობილობაზე მდებარეობის სერვისების პარამეტრების გამორთვით.
1.8 აპლიკაციის ან რომელიმე სერვისის გამოყენებით, თქვენ გვაძლევთ თანხმობას, რომ შევაგროვოთ და გამოვიყენოთ ტექნიკური ინფორმაცია მოწყობილობებისა და დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის და პერიფერიული მოწყობილობების შესახებ სერვისებისთვის, რომლებიც ინტერნეტზე დაფუძნებული ან უკაბელოა, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და მოგაწოდოთ ნებისმიერი სერვისი.
1.9 როგორ დაგვიკავშირდეთ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან კომენტარი აპთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ აპლიკაციის საკონტაქტო განყოფილება ან ყოველთვის შეგიძლიათ ეწვიოთ https://mcdonalds.ge/.
2. ჩვენი საინფორმაციო პრაქტიკა და თქვენთან კომუნიკაცია.
2.1 პირობები მოიცავს კონფიდენციალურობის განცხადებას, როგორც პირობების ნაწილს. ჩვენი კონფიდენციალურობის განცხადება აღწერს ჩვენს საინფორმაციო პრაქტიკას, მათ შორის ის , თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ ინფორმაციას.
2.2 როგორ ვახორციელებთ თქვენთან კომუნიკაციას. თქვენთან კომუნიკაციას წარვმართავთ და გიგზავნით საკომუნიკაციო შეტყობინებებს კონფიდენციალურობის განცხადების შესაბამისად, აგრეთვე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შპს თ და კ რესტორნებისაგან ელ. ფოსტის მიღება. როდესაც თქვენ აირჩევთ ამ ტიპის კომუნიკაციას, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით მარკეტინგული, ოპერაციებთან დაკავშირებული ან სხვა მესიჯების მიღებაზე შპს თ და კ რესტორნებისაგან. პრემიერ კაპიტალმა შესაძლოა გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ თქვენთან კომუნიკაციისთვის კონფიდენციალურობის განცხადების შესაბამისად.
2.3 ზოგადად კომუნიკაციაზე უარის თქმა. თქვენ გაქვთ არჩევანი, თუ როგორ განვახორციელოთ თქვენთან კომუნიკაცია. ზოგადად, შეტყობინებების მიღების სასურველი პარამეტრები ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის ინსტრუქციებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციის პროფილის განყოფილებაში. თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ შესაძლებლობა შეცვალოთ თქვენი კომუნიკაციის პარამეტრები თქვენი მოწყობილობის პარამეტრების გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენი კომუნიკაციები თავად შეიძლება მოიცავდეს შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ შეიძლება დაგჭირდეთ ცალ-ცალკე მართოთ თქვენი კომუნიკაციის პრეფერენციები კომუნიკაციის თითოეული მეთოდისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შემოგთავაზოთ მოსახერხებელი მეთოდები თქვენი კომუნიკაციის პრეფერენციების სამართავად, მიუხედავად ამისა, შეიძლება მოგიწიოთ აპლიკაციასთან დაკავშირებით სასურველი პარამეტრების ცალ-ცალკე კორექტირება . გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ანგარიშთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის, ამ კომუნიკაციების მიღების შეწყვეტის ერთადერთი გზა შეიძლება იყოს თქვენი აპლიკაციის ანგარიშის დახურვა.
3. შეკვეთების გაგზავნა რესტორნებში
ეს განყოფილება ეხება ნებისმიერ შეკვეთას რესტორნებში, რომელსაც ათავსებთ აპლიკაციის გამოყენებით. გთხოვთ, წაიკითხოთ ეს განყოფილება, სანამ აპლიკაციის გამოყენებით რესტორნებში რაიმე შეკვეთას გაგზავნით.
3.1 შეკვეთის შესახებ. შეკვეთის მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქციის შეკვეთების წინასწარ შედგენის და მონაწილე რესტორანში შეკვეთების წარდგენის მოსახერხებელი გზა.
ონლაინ სერვისების გამოყენებით შეკვეთის განსანთავსებლად საჭიროა გქონდეთ რეგისტრირებული ონლაინ სერვისების ანგარიში. რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
3.2 თქვენი გადახდის მეთოდის რეგისტრაცია. შეკვეთის გაგზავნამდე, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ საკრედიტო ბარათი ან სადებეტო ბარათი (რომელიმე, „გადახდის ბარათი“) თქვენს შეკვეთებთან გამოსაყენებლად. ყველა გადახდა განხორციელდება mastercard-ის მეშვეობით, რომელიც არის გადახდის პროვაიდერი მესამე მხარე. აპლიკაციის საშუალებით თქვენი ტრანზაქციის დასრულებამდე თქვენ უნდა წაიკითხოთ და დაეთანხმოთ mastercard-ის წესებსა და პირობებს. საკრედიტო/სადებეტო ბარათის ნომერი ხელმისაწვდომია მხოლოდ mastercard-ისთვის. თქვენ წარმოადგენთ და იძლევით გარანტიას, რომ ხართ საკმარისი ასაკის და გაქვთ ყველა კანონიერი უფლება, გამოიყენოთ ყველა გადახდის ბარათი, რომელსაც დაარეგისტრირებთ.
3.3 თქვენ ყიდულობთ პროდუქტებს პირდაპირ რესტორნებიდან. როდესაც თქვენ იყენებთ შეკვეთას, თქვენ აგზავნით შეკვეთებს უშუალოდ მონაწილე რესტორანში და პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება თქვენსა და იმ რესტორანს შორის, რომელიც მიიღებს თქვენს შეკვეთას. რესტორანი, სადაც თქვენ მიიღებთ თქვენს პროდუქტებს, პასუხისმგებელია პროდუქციის მომზადებასა და თქვენთვის მოწოდებაზე. თქვენ ასევე გესმით და ეთანხმებით, რომ ყიდულობთ უშუალოდ რესტორნებიდან (და არა მაკდონალდსის კორპორაციის ან მაკდონალდსის სხვა სუბიექტიდან) და რომ არც მაკდონალდსის კორპორაციას და არც მაკდონალდსის სხვა ორგანიზაციას არ აქვს პასუხისმგებლობა, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ნებისმიერ პროდუქტთან, რომელსაც ყიდულობთ რესტორნიდან შეკვეთის გამოყენებით.
3.4 შეკვეთის აწყობა, გადახდა და რესტორანში გაგზავნა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკვეთა თქვენი შეკვეთის შესაქმნელად და თქვენს მიერ არჩეულ მონაწილე რესტორანში გასაგზავნად. თქვენ აკეთებთ შენაძენს და თქვენი გადახდის ბარათიდან თანხა ჩამოიჭრება, როდესაც დააჭერთ „გთხოვთ შეუკვეთოთ და გადაიხადოთ ახლა“ -ს აპლიკაციაში. თქვენ მიიღებთ შეკვეთის კოდს. შესრულებული შეკვეთები უნდა შეგროვდეს პირადად, შერჩეული რესტორნიდან.
3.5 თქვენი შეკვეთის ვარიანტები. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი ვარიანტები თქვენი ონლაინ შეკვეთის მისაღებად: ბორდიურზე (ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ ადგილას), დახლთან, მაგიდის სერვისი ან დრაივი.
3.6 თქვენი შეკვეთის მომზადება. ყველა პროდუქტის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია იმ რესტორანზე, სადაც აგროვებთ თქვენს შეკვეთას. როდესაც თქვენ აირჩევთ თქვენს რესტორანს, ნახავთ საუზმის ან მთავარი მენიუს მომსახურების დროს ამ რესტორნისათვის. როდესაც თქვენ აირჩევთ შეკვეთის მიღების გზას დახლის ან დრაივის მეშვეობით, დაინახავთ მომსახურების დროს თითოეული ვარიანტისთვის (მაგალითად, დილის 6 საათიდან შუაღამემდე). თუ რესტორნის დახურვის შემდეგ ჩამოხვალთ, მაშინ შეკვეთის შეგროვებას (მიღებას) ვერ შეძლებთ და თანხა არ დაგიბრუნდებათ. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ დროულად მიხვიდეთ, სანამ დაადასტურებთ და განახორციელებთ გადახდას.
დახლიდან წასაღები შეკვეთის განთავსებისას თქვენ იხილავთ შეტყობინებას, რომელიც გაცნობებთ თქვენი შეკვეთის მოსამზადებლად საჭირო წუთების სავარაუდო რაოდენობას. დადასტურებისა და გადახდის შემდეგ თქვენი შეკვეთა მომზადდება. თუ თქვენ გააქტიურებული გაქვთ მდებარეობის სერვისები და შორს ხართ რესტორნიდან, შეიძლება ნახოთ შეტყობინება, იმის დასადასტურებლად, რომ მზად ხართ გადაიხადოთ და შეკვეთა მომზადდეს. თუ არ გაქვთ გააქტიურებული მდებარეობის სერვისები, თქვენი შეკვეთა მომზადდება გადახდისთანავე. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ დროულად მისვლა.
თქვენი შეკვეთის მიღებისას დრაივზე, ზე, თქვენ ადასტურებთ და იხდით, მაგრამ თქვენი შეკვეთა არ მომზადდება მანამ, სანამ არ მიხვალთ დრაივზე და არ მიუთითებთ შეკვეთის კოდს. თუ აირჩევთ დრაივზე მიღებას და მიხვალთ მენიუს შეცვლის შემდეგ, ან თუ რომელიმე თქვენი არჩეული პროდუქტი აღარ არის ხელმისაწვდომი, მაშინ დაგჭირდებათ ეკიპაჟის წევრთან გასაუბრება.
ბორდიურზე ასაღებად ან მაგიდის მომსახურეობის შეკვეთის გაფორმებისას, ადგილზე მისვლის შემდეგ, თქვენ უნდა შეიყვანოთ თქვენი ბორდიურის ან მაგიდის ნომერი აპლიკაციაში, სანამ გადაიხდით. დადასტურებისა და გადახდის შემდეგ თქვენი შეკვეთა მომზადდება. მას შემდეგ რაც შეკვეთა მზად იქნება, ეკიპაჟის წევრი დაგხვდებათ თქვენს ბორდიურთან ან მაგიდასთან და მოგაწოდებთ შეკვეთას.
ზოგიერთი რესტორანი არ ყიდის ყველა პროდუქტს. აპლიკაციაში პროდუქტებისა და შეფუთვის სურათები მხოლოდ მაგალითებია და შეიძლება არ იყოს იდენტური იმ პროდუქტისა ან შეფუთვისა, რომელსაც თქვენ მიიღებთ რესტორნიდან. განსხვავებები შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენს გამოსახულებებზე ნაჩვენები ფერებით ან ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა გამოყენებული ინგრედიენტები, მომწოდებელი, ქვეყნის რეგიონი, და წელიწადის დრო.
3.7 შეკვეთის ფასების შესახებ. თითოეული რესტორანი დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ფასებს და დამოუკიდებლად იყენებს ნებისმიერ დამატებით გადასახადს და მოსაკრებელს, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ზოგიერთი შეთავაზება და ფასი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა შეკვეთისთვის ყველა ლოკაციაზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოაჩენთ შეცდომას თქვენს მიერ პროდუქტისათვის გადახდილ ფასში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ რესტორანს, სადაც შეიძინეთ პროდუქტი, რათა მოითხოვოთ სხვაობის ანაზღაურება.
3.8 მდებარეობის სერვისები. შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენს მოწყობილობაზე მდებარეობის სერვისების ჩართვა, რათა ისარგებლოთ თქვენი უახლოესი რესტორნის ავტომატური შერჩევით და მდებარეობის შემოწმებით, შორს ხართ თუ არა შეკვეთის გაგზავნისას და გადახდისას. თუ არ გაქვთ ჩართული მდებარეობის სერვისები, ან თუ არ გსურთ შეუკვეთოთ უახლოესი რესტორნიდან, რესტორნის არჩევა მანუალურად მოგიწევთ.
3.9 თქვენი შეკვეთის გადახდა. როდესაც წარადგენთ „გადაიხადე ახლა“-ს, თქვენ უფლებას აძლევთ რესტორანს დაამუშავოს თქვენი შეკვეთა. რესტორნის გადახდის სერვისის პროვაიდერი დაამუშავებს თქვენს გადახდას და საფასური გადაიხდება თქვენს მიერ შერჩეული გადახდის ბარათით, შეკვეთის შექმნისას. თქვენ შეიძლება მიიღოთ შეტყობინება შეკვეთის ფუნქციის ფარგლებში, რომ რესტორანმა მიიღო თქვენი შეკვეთა და ამზადებს მას. პროდუქციის შეგროვების შემდეგ პროდუქცია გადმოდის თქვენს მფლობელობაში.
3.10 რა მოხდება, თუკი გადახდის პრობლემა მაქვს ან მსურს თანხის დაბრუნება? გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა თქვენი გადახდის ბარათის ამონაწერში ასახულ გადასახადებთან დაკავშირებით ან რესტორნის სადავო ტრანზაქციაზე გადახდის ბარათზე ასახული გადახდისას. თქვენს ბანკს შეუძლია მოგცეთ რჩევა საბანკო პოლიტიკის შესაბამისად და გაგაცნოთ თავისი პოლიტიკა, დაუმთავრებელი, განხილვის პროცესში მყოფი გადახდების მათი მხრიდან გაშვების შესახებ.
3.11 რა უნდა გავაკეთო, თუ ეჭვი მაქვს ჩემს ანგარიშზე თაღლითურ ქმედებებზე? თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ანგარიშზე ჩნდება არასწორი ან არა ავტორიზებული გადასახადები, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს. თქვენ ასევე დაუყოვნებლივ უნდა განაახლოთ თქვენი პაროლი. უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, რომ ინდივიდებმა გამოიყენონ რთული პაროლები და მომხმარებლის სახელისა და პაროლის სხვადასხვა კომბინაციები თითოეული ანგარიშისთვის.
3.12 თქვენი შეკვეთის გაუქმება, თანხის დაბრუნება და თქვენი სამომხმარებლო უფლებები. თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ან უარი თქვათ შეკვეთაზე ნებისმიერ დროს, სანამ არ დაადასტურებთ და გადაიხდით შეკვეთის საფასურს. თუმცა, როგორც კი დაადასტურებთ და გადაიხდით თქვენს შეკვეთის საფასურს, ვეღარ გააუქმებთ მას. თუ გსურთ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება, მათ შორის, თუ პროდუქტები აღმოჩნდება არადამაკმაყოფილებელი ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, გთხოვთ, თანხის დაბრუნების შესახებ დაუკავშირდეთ იმ რესტორანს, სადაც შეიძინეთ პროდუქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენს კანონიერ უფლებებზე გავლენა არა აქვს წინამდებარე პირობებს.
4. „ჩემი მაკდონალდის წახალისებების ("MyMcDonald’s Rewards"“) ლოიალობის პროგრამა
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აპლიკაციის მეშვეობით მიიღოთ მონაწილეობა შპს თ და კ რესტორნების ლოიალობის პროგრამაში მისი მომხმარებლებისთვის სახელწოდებით "MyMcDonald's Rewards", აპლიკაციის "MyMcDonald's" განყოფილების მეშვეობით.
4.1 შესავალი
(i) აპლიკაციის საშუალებით შპს თ და კ რესტორნები ხორციელებს მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამას, რომელიც მიმართულია აპლიკაციის რეგისტრირებულ საბოლოო მომხმარებლებზე, რაც გულისხმობს იმ საბოლოო მომხმარებლებს, რომლებმაც შექმნეს და ინარჩუნებენ ანგარიშს წინამდებარე პირობების შესაბამისად და გამოხატეს მკაფიო თანხმობა პროგრამაში ჩართვაზე. აღნიშნული პროგრამა ემსახურება ქულების (ქულების) შეგროვებას და გამოსყიდვას, რომლებსაც აპლიკაციის საბოლოო მომხმარებლები აგროვებენ საქართველოს შპს თ და კ რესტორნების მონაწილე მაკდონალდსის რესტორნებში ("MyMcDonald's Rewards" პროგრამა).
(ii) თითოეულ რეგისტრირებულ საბოლოო მომხმარებელს შეესაბამება ერთი ციფრული ბარათი, რომელიც იდენტიფიცირებულია ბარათზე გამოსახული ერთი უნიკალური კოდით (QR Code). თითოეული ციფრული ბარათი შეესაბამება მხოლოდ ერთ რეგისტრირებულ საბოლოო მომხმარებელს (ბარათს).
(iii) ბარათის შესაძენად შესყიდვის განხორციელება არ არის საჭირო, რადგან "MyMcDonald's Rewards" პროგრამაში მონაწილეობას განაპირობებს მხოლოდ აპლიკაციის რეგისტრირებული საბოლოო მომხმარებლის მიერ ანგარიშის შექმნა.
(iv) აღსანიშნავია, რომ ეს ბარათი არ არის საკრედიტო ან სადებეტო ბარათი. ის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას რეგისტრირებული საბოლოო მომხმარებლების მიერ ფულადი ტრანზაქციების ან სხვა ტრანზაქციისთვის, გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ქულების შეგროვებისა და გამოსყიდვისათვის, წინამდებარე პირობების შესაბამისად.
(v) ბარათი არის პერსონალური, არ შეიძლება მისი გადაცემა და მოქმედებს მხოლოდ საქართველოს შპს თ და კ რესტორნების მაკდონალდსის მონაწილე რესტორნებისთვის.
(vi) აქ შეგიძლიათ ნახოთ შპს თ და კ რესტორნების მაკდონალდსის მონაწილე რესტორნები საქართველოში.
4.2 ქულების დაგროვება
(i) 1 ევროს ღირებულების ყოველი შესყიდვისთვის "მაკდონალდს"-ის მონაწილე მაკდონალდსის რესტორნებში, ბარათის მფლობელი - რეგისტრირებული საბოლოო მომხმარებელი აგროვებს 10 ქულას. ანუ 0,10 ევრო შეესაბამება 1 ქულას. განმარტებულია, რომ 0,04 ევრომდე თანხები (შედის) დამრგვალებულია ქვედა ნიშნულზე, ხოლო 0,05 ევროდან მრგვალდება ზევით, მაგალითად 3,54 ევროს ღირებულების პროდუქციის შეძენისას ითვლება, რომ დაგროვდა 35 ქულა. 3,55 ევროს ღირებულების პროდუქციის შეძენისას კი დაგროვილად ითვლება 36 ქულა.
(ii) ქულების დაგროვება შესაძლებელია პროდუქტების შეძენით შპს თ და კ რესტორნების მონაწილე მაკდონალდსის რესტორნებში, ქვემოთ მოცემული 5 პირობის ზოგიერთი შეთავაზების განაღდების ჩათვლით.
(iii) გადახდის მეთოდი (და განსაკუთრებით გადახდა სალაროში, დრაივზე ან კიოსკში, სადაც ხელმისაწვდომია თითოეული სერვისი, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ან სადებეტო ბარათით) არარელევანტურია ქულების დაგროვებისათვის. ქულები გროვდება ყველა შესყიდვაზე.
(iv) უფასო პროდუქტის შეთავაზების გამოსყიდვა (განაღდება) არ ითვლება შესყიდვად, შესაბამისად, არც ქულების დაგროვება არ ხდება.
(v) შპს თ და კ რესტორნების მონაწილე მაკდონალდსის რესტორნების სალაროებში, დრაივზე და კიოსკებში, სადაც ხელმისაწვდომია თითოეული სერვისი, ქულების დაგროვებისათვის აუცილებელია ბარათის სკანირება თქვენი შეკვეთის დასრულებამდე.
(vi) "MyMcDonald's Rewards" პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ დააგროვოთ დღეში მაქსიმუმ 1000 ქულა. მთლიანად "MyMcDonald's Rewards" პროგრამაში თქვენი მონაწილეობით თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ შესყიდვებით მაქსიმუმ 9.999 ქულა. თუ თქვენ გადააჭარბებთ ქულის დღიურ ან მთლიან ლიმიტს, ბარათი ავტომატურად წყვეტს დამატებითი ქულების დაგროვებას.
(vii) თქვენ მიერ შეგროვებული ქულები პერსონალურია და მათი სხვებისთვის გადაცემა შეუძლებელია და თქვენ არ გაქვთ უფლება გაცვალოთ ისინი ფულით, სხვა პროდუქტებით ან სხვა ნივთებით. ქულების შეგროვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს შპს თ და კ რესტორნების მონაწილე მაკდონალდსის რესტორნებში.
4.3 ქულების გამოსყიდვა
(i) თქვენ უნდა დააგროვოთ ქულების კონკრეტული რაოდენობა, რათა შეძლოთ მათი გამოსყიდვა.
(ii) ქულების გამოსყიდვა ხორციელდება კონკრეტული პროდუქტების და/ან სერვისების (წახალისებების) მეშვეობით, რომლებსაც შეესაბამება კონკრეტული ქულები.
(iii) გამოსყიდვა შეიძლება განხორციელდეს შპს თ და კ რესტორნების მონაწილე მაკდონალდსის რესტორნებში. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეული წახალისებები არ იყოს ხელმისაწვდომი შპს თ და კ რესტორნების ყველა მაკდონალდსის რესტორანში. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია თითოეული წახალისების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია მაკდონალდსის რესტორნებში, ისევე როგორც კონკრეტულად რას გთავაზობთ ეს წახალისებები აპლიკაციის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ მაკდონალდსის რესტორანში, რომელში ვიზიტიც აირჩია დარეგისტრირებულმა მომხმარებელმა, რაიმე წახალისება მიუწვდომელია, ამ უკანასკნელს არ შეუძლია რაიმე პრეტენზია განაცხადოს შპს თ და კ რესტორნების მიმართ ან მოითხოვოს ამ კონკრეტული წახალისების გამოსყიდვა შპს თ და კ რესტორნებისაგან, რომელიც თავისუფლდება შესაბამისი პასუხისმგებლობისგან. რეგისტრირებული საბოლოო მომხმარებლების მიმართ.
(iv) გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს კონკრეტული პირობები, რომლებიც ვრცელდება წახალისებებზე, რომლებიც მითითებულია აპლიკაციაში თითოეული წახალისებისათვის, მაგალითად, მონაწილე რესტორნები, სადაც თითოეული წახალისების გამოყენება შესაძლებელია.
(v) დაგროვილი ქულების მთლიანი რაოდენობა ჩაიწერება ბარათზე და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს ინფორმაცია ნებისმიერ დროს.
(vi) ჯილდოები (წახალისებები) არის აბსოლუტურად კონკრეტული და პერსონალური და თქვენ არ გაქვთ უფლება გაცვალოთ ისინი ფულთან, სხვა პროდუქტებთან ან სხვა ნივთებთან. ქულების გამოსყიდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში შპს თ და კ რესტორნების მაკდონალდსის მონაწილე რესტორნებში.
(vii) შპს თ და კ რესტორნები პასუხისმგებელია მხოლოდ თავად საჩუქრების შეთავაზებაზე და ასეთი პასუხისმგებლობა არავითარ შემთხვევაში არ ვრცელდება სხვა ხარჯებზე, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გამოსყიდვასთან.
4.4 ქულების გაუქმება
(i) ქულების ვადა იწურება მათი შეგროვებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი ავტომატურად უქმდება და შპს თ და კ რესტორნების მიმართ პრეტენზია აღარ შეიძლება გაცხადდეს.
(ii) იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უარი თქვით ლოიალობის პროგრამაზე, ნებისმიერი ქულა, რომელიც შეიძლება გქონდეთ, აღარ იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი, თუ არ შეუერთდებით ლოიალობის პროგრამას, ან თქვენს ქულებს გაუვა ვადა.
4.5 „MyMcDonald’s Rewards“ ლოიალობის პროგრამა და შეთავაზებები
(i) განმარტებულია, რომ „MyMcDonald's Rewards“ ლოიალობის პროგრამა მოქმედებს იმავე დროით, როგორც ქვემოთ მოცემული 5 პირობის შეთავაზებები. ორივე ხელმისაწვდომია აპლიკაციის "MyMcDonald's" განყოფილებაში.
(ii) დაზუსტებულია, რომ შეუძლებელია ორი ან მეტი იგივე ჯილდოს გამოსყიდვა (ეს შეიძლება გაკეთდეს თანმიმდევრულად, მაგრამ არა ერთდროულად).
4.6 ბათილად ცნობა- შესწორება
(i) პრემიერ კაპიტალს უფლება აქვს ნებისმიერ დროს და თავისი აბსოლუტური შეხედულებისამებრ, შეცვალოს ან გააუქმოს „MyMcDonald's Rewards“ პროგრამა, შეცვალოს ან გააუქმოს ჯილდოები, განაახლოს ან შეცვალოს „MyMcDonald's-ში“ მონაწილეობის პირობები. ჯილდოები“ პროგრამაში, ასევე პროგრამის მონაწილე რესტორნები, ბარათის მფლობელის წინასწარი შეტყობინებისა და ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.
4.7 ინფორმაცია – საჩივრები
(i) თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი ან საჩივარი "MyMcDonald's Rewards" პროგრამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილოთ "დაგვიკავშირდით" განყოფილება აპლიკაციაში ან ყოველთვის შეგიძლიათ ეწვიოთ https://mcdonalds.ge -ს
5. შეთავაზებები
თქვენ მიიღებთ შეთავაზებებს / კუპონებს (შეთავაზებებს) აპლიკაციის საშუალებით, აპლიკაციის "MyMcDonald's" განყოფილების მეშვეობით.
5.1 შეთავაზებებზე ვრცელდება შემდეგი ზოგადი პირობები: (1) შეთავაზება შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით და ნაჩვენები პროდუქტისთვის და ხელმისაწვდომობის მიხედვით, მხოლოდ მონაწილე რესტორნებში და ვადის გასვლამდე; (2) მოქმედებს მიწოდების დრო (მაგ., გარკვეული არა-სასაუზმე პროდუქტის შეთავაზებები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი საუზმის მირთმევის დროს); (3) თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, თითოეული შეთავაზება იწურება გამოსყიდვისას; (4) ერთ ვიზიტზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი შეთავაზების გამოყენება (5) შეთავაზებები არ არის გადაცემადი; (6) არ არსებობს ნაღდი ფულის ალტერნატივა და (7) არ არის შესაძლებლობა შეთავაზებების სხვებთან შეცვალა/გაცვლა. გარდა ამისა, შეიძლება არსებობდეს შეთავაზებასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები, რომლებიც მითითებულია აპზე თითოეულ შეთავაზებაში. შესაძლებელია ყველა შეკვეთა არ გაერთიანდეს შეკვეთასთან.
5.2 თქვენ იძენთ პროდუქტებს პირდაპირ ჩვენი რესტორნებიდან. როდესაც თქვენ ანაღდებთ შეთავაზებებს, თქვენ გამოისყიდით შეთავაზებებს უშუალოდ მონაწილე რესტორნიდან და პროდუქტების მიწოდების კონტრაქტი დადებული იქნება თქვენსა და იმ რესტორანს შორის, რომელიც მიიღებს თქვენს შეკვეთას. რესტორანი, სადაც თქვენ აგროვებთ თქვენს პროდუქტებს, პასუხისმგებელია პროდუქციის მომზადებასა და თქვენთვის მოწოდებაზე. რესტორანს შეუძლია უარყოს შეთავაზების გამოსყიდვა, თუ არსებობს აღნიშვნა, რომ შეთავაზების კუპონი არ არის მოქმედი, ან კუპონზე დაფიქსირებული ვარგისიანობის ვადა ამოიწურა და ა.შ.
5.3 აპლიკაციის პროდუქტების შესახებ. ყველა პროდუქტის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია იმ რესტორანზე, სადაც აგროვებთ თქვენს შეკვეთას.. ზოგიერთი რესტორანი არ ყიდის ყველა პროდუქტს. აპლიკაციაში პროდუქტებისა და შეფუთვის სურათები მხოლოდ მაგალითებია და შეიძლება არ იყოს იდენტური იმ პროდუქტისა ან შეფუთვისა, რომელსაც თქვენ მიიღებთ რესტორნიდან. განსხვავებები შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენს გამოსახულებებზე ნაჩვენები ფერებით ან ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა გამოყენებული ინგრედიენტები, მომწოდებელი, ქვეყნის რეგიონი, და წელიწადის დრო.
5.4 შეთავაზებებში ფასების შესახებ. ფასებში შედის დღგ მიმდინარე კურსით, ანუ 24%. ზოგიერთი შეთავაზება და ფასი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა შეკვეთისთვის ყველა ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოაჩენთ შეცდომას დარიცხული პროდუქტის ფასში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მონაწილე რესტორანს, სადაც შეიძინეთ პროდუქტი, რათა მოითხოვოთ სხვაობის თანხის დაბრუნება. შეთავაზებებში პროდუქციის საწყისი ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს რესტორნისა და მდებარეობის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში ისინი განისაზღვრება თითოეული რესტორნის შესაბამისი პრაის ლისტით.
5.5 თანხის დაბრუნება და თქვენი სამომხმარებლო უფლებები. თუ გსურთ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება რაიმე მიზეზით, მათ შორის, თუ პროდუქტები არადამაკმაყოფილებელია ან სხვა მიზეზების გამო, თანხის დაბრუნების მიზნით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მონაწილე რესტორანს, სადაც იყიდეთ პროდუქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენს კანონიერ უფლებებზე გავლენა არა აქვს წინამდებარე პირობებს.
5.6 პერსონიზირებული შეთავაზებები. თუ შეუერთდებით "MyMcDonald's Rewards" ლოიალობის პროგრამას, ასევე ისარგებლებთ პერსონიზირებული შეთავაზებებით. კერძოდ, თქვენ მიიღებთ ჩვენგან შეტყობინებებს ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების, კონკურსების, აქციების ან სპეციალური ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც, ჩვენი აზრით, შეიძლება დაგაინტერესოთ.
6. ლიცენზიის ფარგლები და გაცემა
6.1 იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობების დაცვას, ჩვენ გაძლევთ არაგადაცემად, არა ექსკლუზიურ ლიცენზიას, რათა გამოიყენოთ აპი მოწყობილობებზე, რაც ექვემდებარება პირობებს, კონფიდენციალურობის განცხადებას და Appstore-ის წესებს, რომლებიც ჩართულია პირობებში მითითების სახით. ჩვენ ვიტოვებთ ყველა სხვა უფლებას.
6.2 თქვენ შეგიძლიათ:
(ა) ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ასლი მოწყობილობების შეუზღუდავ რაოდენობაზე და აპლიკაციის მოწყობილობების სანახავად, გამოსაყენებლად და ჩვენებისთვის მხოლოდ თქვენი პირადი მიზნებისთვის; და
(ბ) გამოიყენოთ დოკუმენტები მხოლოდ თქვენი პირადი მიზნებისთვის.
7. სალიცენზიო შეზღუდვები
7.1 გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ არის დადგენილი პირობებით ან ნებადართულია ნებისმიერი ადგილობრივი კანონით, თქვენ ეთანხმებით, რომ:
(ა) არ დააკოპიროთ აპი ან დოკუმენტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კოპირება შემთხვევითია აპლიკაციის ჩვეულებრივი გამოყენებისას, ან როცა ეს აუცილებელია სარეზერვო ან ოპერატიული უსაფრთხოების მიზნით;
(ბ) არ განახორციელოთ აპლიკაციის ან დოკუმენტაციის ქირით ან იჯარით გაცემა, გაყიდვა ან ქველიცენზიით გადაცემა, თხოვება, გადათარგმნა, შერწყმა, ადაპტირება, გადაცემა ან გასხვისება ან სხვა პროგრამებთან ან სერვისებთან კომბინირება ან სხვა პროგრამებსა თუ სერვისებში შეტანა;
(გ) არ განახორციელოთ ცვლილებები ან მოდიფიკაციები აპლიკაციის მთელ ან რომელიმე ნაწილზე, ან არ დაუშვათ აპლიკაციის ან მისი რომელიმე ნაწილის გაერთიანება ან ჩართვა სხვა პროგრამებში;
(დ) არ დაშალოთ, არ განახორციელოთ დეკომპილაცია, რევერსული ინჟინერია ან შექმნათ წარმოებული ნამუშევრები , დაფუძნებული აპლიკაციის მთლიან ან რომელიმე ნაწილზე ან რაიმე მსგავსის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ქმედებები არ შეიძლება იყოს აკრძალული, რადგან ისინი აუცილებელია აპლიკაციის სხვა პროგრამულ პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის მისაღწევად და იმ პირობით, რომ თქვენ მიერ ასეთი აქტივობების დროს მიღებული ინფორმაცია:
(i) გამოიყენება მხოლოდ აპლიკაციის სხვა პროგრამულ უზრუნველყოფასთან ურთიერთთანამშრომლობის მიღწევის მიზნით;
(ii) არ არის ზედმეტად გამჟღავნებული ან გადაცემული ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე რომელიმე მესამე მხარისთვის; და
(iii) არ გამოიყენება რაიმე პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, რომელიც არსებითად აპის მსგავსია ;
(ე) შეინარჩუნოთ აპლიკაციის ყველა ასლი უსაფრთხოდ და შეინახოთ ზუსტი და განახლებული ჩანაწერები აპლიკაციის ყველა ასლის რაოდენობისა და მდებარეობის შესახებ;
(ვ) შეიტანოთ ჩვენი საავტორო უფლებების შესახებ შეტყობინება ყველა მთლიან და ნაწილობრივ ასლზე, რომელსაც თქვენ აკეთებთ აპლიკაციის ნებისმიერ ინფორმაციის მატარებელზე (მედიუმზე);
(ზ) არ განახორციელოთ მიწოდება ან სხვაგვარად არ გახადოთ ხელმისაწვდომი აპი მთლიანად ან ნაწილობრივ (მათ შორის ობიექტისა და წყაროს კოდის ჩათვლით), ნებისმიერი ფორმით ნებისმიერი პირისთვის ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; და
(თ) შეასრულოთ ტექნოლოგიის კონტროლის ან ექსპორტის კანონები და რეგულაციები, რომლებიც გამოიყენება აპლიკაციის ან ნებისმიერი სერვისის (ტექნოლოგიის) მიერ გამოყენებულ ან მხარდაჭერილ ტექნოლოგიაზე,
ერთად სალიცენზიო შეზღუდვები.
8. სარგებლობის მისაღები შეზღუდვები
8.1 თქვენ :
(ა) არ უნდა გამოიყენოთ აპი ან რომელიმე სერვისი რაიმე უკანონო გზით, რაიმე უკანონო მიზნით, ან რაიმე ფორმით, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე პირობებს, ან იმოქმედოთ თაღლითურად ან ბოროტად, მაგალითად, აპლიკაციის, ნებისმიერი მომსახურების ან ოპერაციული სისტემის კოდის გატეხვით ან მავნე კოდის ჩასმის გზით, ვირუსების ან დამაზიანებელი მონაცემების ჩათვლით;
(ბ) არ უნდა დაარღვიოთ ჩვენი ან მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები თქვენს მიერ აპლიკაციის ან ნებისმიერი სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი მასალის წარდგენის ჩათვლით (იმ ფარგლებში, რომ ასეთი გამოყენება არ არის ლიცენზირებული წინამდებარე პირობებით);
(გ) არ უნდა გადასცეთ რაიმე მასალა, რომელიც არის ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად წინააღმდეგობრივი აპლიკაციის ან რომელიმე სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით;
დ) არ გამოიყენოთ აპი ან რომელიმე სერვისი ისე, რომ დაზიანდეს, გამორთოს, გადატვირთოს, დააზიანოს ან დააზიანოს ჩვენი სისტემები ან უსაფრთხოება ან ხელი შეუშალოს სხვა მომხმარებლებს; და
(ე) არ შეაგროვოთ ან შეკრიბოთ რაიმე ინფორმაცია ან მონაცემი რომელიმე სერვისიდან ან ჩვენი სისტემებიდან და არ ეცადოთ რაიმე გადაცემის გაშიფვრას სერვერებზე ან სერვერებიდან, რომელიც მართავს ნებისმიერ სერვისს.
ერთობლივად, სარგებლობის მისაღები შეზღუდვები
9. ინტელექტუალური საკუთრების უფლება
9.1 აპლიკაციის ნებისმიერი და ყველა უფლება არის და რჩება შპს თ და კ რესტორნების ან მისი ლიცენზიარების ექსკლუზიურ საკუთრებაში. სიცხადისთვის, „აპი“ მოიცავს აპის ნებისმიერ და ყველა შინაარსს, როგორიცაა, მათ შორის და არა მხოლოდ , ტექსტი, სურათები, გრაფიკა, ლოგოები, გვერდის სათაურები, ღილაკების ხატულები, სურათები, აუდიო კლიპები, ციფრულად ჩამოტვირთული მასალები, შეგროვებული მონაცემები, პროგრამული უზრუნველყოფა, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საქონლის გაფორმებები, აუდიო, ვიდეო, მონაცემები და სხვა მასალები (ერთობლივად-, „შინაარსი“), ისევე როგორც აპლიკაციის ნებისმიერი ნაწილი. აპლიკაცია თქვენზე ლიცენზირებულია და არა თქვენზე გაყიდული . წინამდებარე წესების არცერთი დებულება არ გულისხმობს ამგვარი უფლების თქვენზე გადმოცემას ან თქვენთვის მონიჭებას.თქვენ არ შეგიძლიათ განახორციელოთ რაიმე ქმედება, რათა საფრთხე შეუქმნათ, შეზღუდოთ ან ჩაერიოთ შპს თ და კ რესტორნებისის ან მისი ლიცენზიარების უფლებებში.
9.2 ინფორმაცია სასაქონლო ნიშნების შესახებ. სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები და ყველა გრაფიკული ელემენტი, მათ შორის, აპლიკაციაზე ნაჩვენები შეხედულება და შეგრძნება, წარმოადგენს „მაკდონალდსის“ კორპორაციის, შპს თ და კ რესტორნების ან მისი ლიცენზიარების გამორჩეულ და დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქონლის გაფორმებებს. აპლიკაცია შეიძლება ასევე შეიცავდეს მესამე მხარეების სახელწოდებებს, სასაქონლო ნიშნებს და მომსახურების ნიშნებს, რომლებიც მათი შესაბამისი მფლობელების საკუთრებას წარმოადგენს.
10. მომხმარებელთა მიერ წარდგენილი მასალები და საკუთარი ინიციატივით წარდგენილი იდეები
მომხმარებელთა მიერ წარდგენილი მასალები. აპლიკაციამ შესაძლოა საშუალება მოგცეთ, გააგზავნოთ კომენტარები, შენიშვნები, მოსაზრებები, იდეები, გრაფიკული გამოსახულებები, ფოტოები, კითხვები, საჩივრები ან ან სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია ან გადაეცემა პრემიერ კაპიტალს აპლიკაციის მეშვეობით (ერთობლივად - „მასალები“). თქვენ გესმით, რომ შპს თ და კ რესტორნებისათვის აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებით „ პრემიერ კაპიტალს ანიჭებთ უვადო, გამოუხმობად, საერთაშორისო, არაექსკლუზიურ, უროიალთო და გასხვისებად ლიცენზიას „მასალების“ გამოყენებაზე, რეპროდუცირებაზე, გავრცელებზე, სხვებისთვის ქველიცენზიის გადაცემაზე, მოდიფიცირებაზე, გადათარგმნაზე, მათი დერივატიული ნაწარმოებების შექმნაზე, საჯაროდ ჩვენებაზე და საჯაროდ შესრულებაზე, მათ შორის, კომერციული თუ ნებისმიერი სხვა მიზნით მათ გამოყენებაზე თქვენი ან ნებისმიერი სხვა პირის თანხმობის ან თქვენთვის ან რომელიმე სხვა პირისთვის რაიმე კომპენსაციის გადახდის გარეშე. პრემიერ კაპიტალს არ მოეთხოვება აღნიშნული „მასალების“ კონფიდენციალურობის დაცვა.
10.2 საკუთარი ინიციატივით წარდგენილი იდეები. შპს თ და კ რესტორნების პოლიტიკა არ ითვალისწინებს საკუთარი ინიციატივით წარდგენილი იდეების განიხილვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფასებთ, თქვენს მიერ შპს თ და კ რესტორნებისათვის დათმობილ დროს და ყურადღებას, ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ შპს თ და კ რესტორნების გარედან მოწოდებული ახალი იდეები . თქვენ გამოხატულადაცხადებთ უარს შპს თ და კ რესტორნებისა და შპს თ და კ რესტორნების შვილობილი კომპანიების მიმართ ნებისმიერ პრეტენზიაზე, რომელიც დაკავშირებულია შპს თ და კ რესტორნების მიერ თქვენის მიერ ახლა ან მომავალში მოწოდებული მასალის მსგავსი ან იდენტური პროდუქტის, დიზაინის, კონცეფციისა თუ სხვა მასალების განხილვასთან, გამოყენებასთან ან შექმნასთან დაკავშირებით.
11. პასუხისმგებლობის შეზღუდვები და პასუხისმგებლობის უარყოფა
11.1 თქვენ აცნობიერებთ, რომ აპლიკაცია არ არის შემუშავებული თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და, შესაბამისად, თქვენი პასუხისმგებლობაა დარწმუნდეთ, რომ აპლიკაციის საშუალებები და ფუნქციები, როგორც აღწერილია დოკუმენტებში, აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
11.2 ჩვენ ვაწვდით აპს და დოკუმენტებს მხოლოდ შიდა და კერძო გამოყენებისთვის. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ გამოიყენოთ აპი და დოკუმენტები რაიმე კომერციული, საქმიანი ან გადაყიდვის მიზნით და ჩვენ არ გვაქვს პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე რაიმე მოგების დაკარგვაზე, ბიზნესის დაკარგვაზე, ბიზნესის შეწყვეტაზე ან ბიზნეს შესაძლებლობის დაკარგვაზე.
1.3 შპს თ და კ რესტორნები არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი დაკარგული მოგების ან დაკარგული საქმიანობის ზიანისთვის, სპეციალური, არაპირდაპირი, თანმიმდევრული, სამაგალითო ან შემთხვევითი ზიანის მიყენებაზე, ინფორმაციის დაკარგვის, პირადი დაზიანების ან ქონების დაზიანების ჩათვლით, არასასურველი რომელიც დაკავშირებულია ან წარმოიქმნება აპიდან. არაფერი წინამდებარე ნაწილიდან არის განზრახული საიმისოდ, რომ შეზღუდოს შპს თ და კ რესტორნების პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია შპს თ და კ რესტორნების მიერ განხორციელებული დაუდევრობისათვის, განზრახ ან უკანონო გადაცდომისათვის. გარდა ამისა, ამ განყოფილებაში არაფერია გამიზნული თქვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებების შესაზღუდად ან შესაცვლელად რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს ან შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
11.4 შპს თ და კ რესტორნები იტოვებს ყველა კანონიერ უფლებას ანაზღაუროს ზიანი ან სხვა კომპენსაცია წინამდებარე პირობებით ან როგორც დაშვებულია კანონით.
11.5 შპს თ და კ რესტორნები გთავაზობთ აპს „როგორც არის“ და ყოველგვარი გარანტიის გარეშე. აპლიკაცია შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებს ან შეცდომებს.
შპს თ და კ რესტორნები გთავაზობთ აპს "როგორც არის" და რაიმე სახის გამოხატული ან ნაგულისხმევი გარანტიების გარეშე. შპს თ და კ რესტორნები უარს აცხადებს სასაქონლო ვარგისიანობასთან ან კონკრეტული დანიშნულებით ვარგისიანობასთან დაკავშირებულ გარანტიებზე. შპს თ და კ რესტორნები არ იძლევა გარანტიას და არ აცხადებს, რომ აპლიკაციით სარგებლობა იქნება ზუსტი, საიმედო, შეუფერხებელი ან უშეცდომო, რომ ნაკლოვანებები ან დეფექტები გამოსწორდება ან რომ აპლიკაციაში არ არის ვირუსები ან სხვა მავნე კომპონენტები. აპლიკაციით სარგებლობასთან დაკავშირებული სრული პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. აპლიკაციით უკმაყოფილების გამო შპს თ და კ რესტორნების მიმართ თქვენი ერთადერთი საშუალებაა აპლიკაციით სარგებლობის შეწყვეტა.
11.6 აპს შეუძლია დაუკავშირდეს ან მოგცეთ უფლება გამოიყენოთ მესამე მხარის ვებსაიტები, ჩამოსატვირთი მასალები, კონტენტი, სოციალური ქსელები ან სხვა ციფრული სერვისები (ერთად „მესამე მხარის სერვისები“). ამ მესამე მხარეებს შეიძლება ჰქონდეთ ცალკეული პირობები ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც თქვენ უნდა გადახედოთ და გაეცნოთ მათ გამოყენებამდე. შპს თ და კ რესტორნები არ ადასტურებს და არ არის დაკავშირებული ამ მესამე მხარის რომელიმე სერვისთან. პრემიერ კაპიტალს არ აქვს პასუხისმგებლობა ზარალზე ან დანაკარგზე, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია ამ მესამე მხარის მომსახურებებთან.
12. ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული მოვლენები
12.1 12.1 ჩვენ არ ვიქნებით ვალდებული ან პასუხისმგებელი წინამდებარე პირობების შესაბამისად ჩვენი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ან შესრულების შეფერხებაზე, რაც გამოწვეულია ისეთი ქმედებით ან მოვლენით, რომელიც ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა, მათ შორის საჯარო ან კერძო სატელეკომუნიკაციო ქსელების გაუმართაობაზე ( ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული მოვლენა).
12.2 ჩვენს კონტროლს მიღმა მოხდა რაიმე მოვლენა , რაც გავლენას ახდენს პირობების მიხედვით ჩვენი ვალდებულებების შესრულებაზე:
(ა) წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებები შეჩერდება და ჩვენი ვალდებულებების შესრულების დრო გაგრძელდება ჩვენი კონტროლის მიღმა ღონისძიების ხანგრძლივობის ვადით; და
(ბ) ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს გონივრულ მცდელობებს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რომლითაც შეიძლება შესრულდეს პირობებით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენა მოხდა ჩვენს კონტროლს მიღმა.
13. შეწყვეტა
13.1 ჩვენ შეიძლება დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ თქვენს მიერ აპლიკაციის გამოყენება თქვენთვის წერილობითი შეტყობინებით:
(ა) თუ თქვენ განახორციელებთ პირობების არსებით ან მუდმივ დარღვევას, რომელსაც ვერ გამოასწორებთ (თუ გამოსწორებადია) წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 14 დღის განმავლობაში, რომლითაც მოთხოვნილი იქნება აღნიშნულის შესრულება;
(ბ) თუ თქვენ არღვევთ სალიცენზიო შეზღუდვებს ან მისაღები გამოყენების შეზღუდვებს; და
13.2 ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტისას:
(ა) ყველა უფლება, რომელიც მინიჭებული გაქვთ წინამდებარე პირობებით, შეწყდება;
(ბ) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პირობებით ავტორიზებული ყველა საქმიანობა, მათ შორის ნებისმიერი სერვისის გამოყენება;
(გ) დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ აპი ყველა მოწყობილობიდან და დაუყოვნებლივ გაანადგუროთ აპლიკაციისა და დოკუმენტების ყველა ასლი, რომელიც შემდეგ თქვენს მფლობელობაშია, იცავთ ან აკონტროლებთ და დაგვიდასტუროთ აღნიშნულის შესრულება;
13.3 ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პირობები კვლავ გავრცელდება აპლიკაციის თქვენ მიერ ადრე გამოყენებაზე და ყველაფერზე, რომელიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს ამ გამოყენებასთან. შეწყვეტის შემდეგ, შპს თ და კ რესტორნების ყველა უფლება, მათ შორის ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლება, საკუთრების უფლება და ლიცენზიები წინამდებარე პირობებში შენარჩუნდება, ისევე როგორც გამოყენების ყველა შეზღუდვა, პასუხისმგებლობის ყველა შეზღუდვა და პასუხისმგებლობის უარყოფა.
14. ეფლის აპლიკაციები
14.1 წინამდებარე პირობებში შეტანილია კომპანია Apple, Inc.-ის („ეფლი“) პირობები (ნახვა შესაძლებელია მისამართზე: http://www.apple.com/legal/itunes/us/terms.html#service), მათ შორის, იქ არსებული „ლიცენზირებული აპლიკაციის საბოლოო მომხმარებლის პირობები“ („ეფლის პირობები“). თქვენ აგრეთვე აღიარებთ და ეთანხმებით იმას, რომ:
(ა) „ეფლს“ არ აქვს ვალდებულება განახორციელოს რაიმე მხარდაჭერა ან ტექნიკური მომსახურება „ეფლის აპლიკაციასთან“ დაკავშირებით. თუ გაქვთ რაიმე კითხვა „ეფლის აპლიკაციასთან“ დაკავშირებით მხარდაჭერის ან ტექნიკური მომსახურების შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ პრემიერ კაპიტალს და არა „ეფლს“ და ამისათვის გამოიყენოთ ზემოთ წარმოდგენილი „მხარდაჭერის მომსახურების“ მონაცემები;
(ბ) თუკი წინამდებარე პირობებში ცალსახად სხვა რამ არ არის მითითებული, „ეფლის აპლიკაციის“ ფლობასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია ან საჩივარი უნდა იქნას განხილული და შესაბამისად გადაწყვეტილი თქვენსა და პრემიერ კაპიტალს შორის (და არა თქვენს ან სხვა ვინმეს და „ეფლს“ შორის); და
(გ) იმ შემთხვევაში, თუკი მესამე მხარე განაცხადებს, რომ თქვენს მიერ „ეფლის აპლიკაციის“ ფლობით ან გამოყენებით ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, თქვენს წინაშე „ეფლი“ არ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით.
14.2 იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს მიერ შეძენილი „ეფლის აპლიკაცია“ არ შეესაბამება მასთან მიმართებით მოქმედ რომელიმე გარანტიას, თქვენ უფლება გაქვთ, აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოთ „ეფლს“, რომელმაც შეიძლება უკან დაგიბრუნოთ „ეფლის აპლიკაციის“ შესყიდვის თანხა იმ დროისთვის მოქმედი „ეფლის“ წესებისა პირობების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონით ნებადართული მაქსიმალური მოცულობით, „ეფლი“„ეფლის აპლიკაციასთან“ დაკავშირებით არ იძლევა ან არ აფორმებს რაიმე გარანტიას ან სხვა პირობას და თქვენს წინაშე არ აგებს პასუხს რაიმე სახის მოთხოვნებზე, ზარალზე, ხარჯებზე და დანახარჯებზე, რომლებიც დაკავშირებულია „ეფლის აპლიკაციასთან“ ან გამომდინარეობს თქვენს ან სხვა პირის მიერ „ეფლის აპლიკაციის“ გამოყენებიდან ან მისი კონტენტის ნდობიდან.
15. გარდამავალი დებულებები
15.1 შპს თ და კ რესტორნები არ აცხადებს, რომ აპლიკაცია შესაფერისია ან ხელმისაწვდომია საქართველოს ფარგლებს გარეთ. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ადგილებიდან ისარგებლებთ აპლიკაციით, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მოქმედი ადგილობრივი კანონების დაცვაზე.
15. წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება აღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით მიუხედავად კოლიზიური სამართლის პრინციპებისა. თქვენ გამოუხმობადად აღიარებთ ათენის უფლებამოსილი სასამართლოების ექსკლუზიურ იურისდიქციას იმ საართლებრივი დავებისათვის, რომლებიც შეიძლება გამომდინარეობდეს ან დაკავშირებული იყოს აპლიკაციასთან ან აღნიშნულ პირობებთან.
15.3 მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე პირობებით აპლიკაციის გამოყენება მხოლოდ თქვენსა და პრემიერ კაპიტალს შორის რეგულირდება, (და თუმცა „ეფლი“ არ წარმოადგენს პირობების შესაბამისად მხარეს) , „ეფლი“ არის წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული მესამე მხარე ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ უფლება თქვენს წინააღმდეგ აღასრულონ ის პირობები, რომლებსაც შპს თ და კ რესტორნები ამავე პირობებით ფლობს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები მათ ეხებათ; წინამდებარე პირობებით სხვა მესამე მხარე ბენეფიციარები გათვალისწინებულნი არ არან.
15. წინამდებარე პირობები დაწერილია ბერძნულ ენაზე. სხვა ენაზე ამ პირობების თარგმანი მხოლოდ იმიტომ არის უზრუნველყოფილი, რომ ამ პირობებით სარგებლობა გაგიადვილდეთ, და ამ ორ ვერსიას შორის რაიმე წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ბერძნულ ვერსიას.
15.5 წესების თითოეული პირობა განცალკევდება და მოქმედებს ცალკე. თუ რომელიმე მათგანი არის უკანონო, ბათილი ან არააღსრულებადი, მაშინ დარჩენილი პირობები დარჩება სრულ ძალაში.
15.6 იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ კაპიტალმა ვერ მოითხოვა, რომ თქვენ შეასრულოთ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული თქვენი რომელიმე ვალდებულება ან თუ პრემიერ კაპიტალმა არ აღასრულა თავისი უფლებები თქვენს წინააღმდეგ, ან დააგვიანა აღნიშნულის გაკეთება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერ კაპიტალმა უარი თქვა თქვენს მიმართ თავის უფლებებზე ან იმას, რომ თქვენ არ ხართ ვალდებული შეასრულოთ აღნიშნული ვალდებულებები. თუ ჩვენ უარს ვიტყვით თქვენს მიერ ,ვალდებულების შესრულებაზე, ჩვენ ამას გავაკეთებთ მხოლოდ წერილობით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავტომატურად უარს ვიტყვით თქვენს მიერ შემდგომ ვალდებულების შესრულებაზე
15.7 შპს თ და კ რესტორნები უფლებამოსილია სხვა ორგანიზაციას ან სუბიექტს გადასცეს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული თავისი უფლებები და ვალდებულებები, მაგრამ ეს გავლენას არ იქონიებს ამავე პირობებით გათვალისწინებულ თქვენს უფლებებზე ან ვალდებულებებზე. თქვენ მხოლოდ შპს თ და კ რესტორნების წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეგიძლიათ წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული თქვენი უფლებებისა და ვალდებულებების სხვა პირისთვის გადაცემა.