პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა მაკდონალდს საქართველოს აპლიკაციისთვის/ონლაინ სერვისებისთვის
ბოლო განახლება 07.11.2024
შპს “თ და კ რესტორნები” (შემდეგში წოდებული როგორც “მაკდონალდს საქართველო”/”მაკდონალდსი”, ჩვენ), სარეგისტრაციო ნომრით 204909180, რომელიც რეგისტრირებულია შემდეგ იურიდიულ მისამართზე: ძმ. კაკაბაძეების #1, თბილისი,  მიმართულია თქვენი კონფიდენციალობა/პერსონალური მონაცემების დაცვისკენ.
წინამდებარე პოლიტიკა (ჩვენს გამოყენების პირობებთან და წესებთან ერთად და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის დოკუმენტთან ერთად) ადგენს საფუძველს, რომლითაც ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც თქვენ მოგვაწვდით ან რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ დაბლამოცემული ინფორმაცია, რათა გაიგოთ ჩვენი მიდგომა და პრაქტიკა თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ. 
„პერსონალური მონაცემების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებსა და საფუძველზე აპლიკაციის ინსტალირებით ვადასტურებ ჩემს თანხმობას შპს თ და კ რესტორნების მიერ ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობა ეხება პირად მონაცემებს, როგორებიცაა:

•    სახელი, გვარი, საფოსტო და ელ-ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, როცა რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე, Wi-Fi-ზე, შემოდიხართ ჩვენს ერთ-ერთ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, ან გვიკავშირდებით ტელეფონით ან ჩვენი ონლაინ სერვისების მეშვეობით;
•    ინფორმაცია ოპერაციის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც თქვენ ყიდულობთ, ფასების შესახებ, ანგარიშსწორების მეთოდის შესახებ, და ანგარიშსწორების მონაცემებს;
•    ინფორმაცია ანგარიშის შესახებ, მაგ., თქვენი მოსარგებლის სახელი ან პაროლი ან თქვენი საიდენტიფიკაციო სხვა ნებისმიერი მონაცემი, რომელიც გამოიყენება ჩვენს ონლაინ სერვისებზე შესასვლელად ან ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად ან გამოსაყენებლად;
•    ინფორმაცია პროფილის შესახებ, მათ შორის, იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც თქვენ მოგწონთ, ჩვენთან მოსვლის თქვენთვის სასურველი დროის შესახებ; და
სხვა პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენთან ურთიერთობისას თქვენი სურვილისამებრ გვაწვდით.
•    აგრეთვე სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობთ.
მე თანახმა ვარ, რომ ჩემი პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნეს მაკდონალდსის პროდუქციის ანდა მომსახურების რეკლამირების მიზნით ჩემთან კავშირის საშუალებებით პირდაპირი კონტაქტის დამყარების გზით, კომერციული ან სხვა წინადადებების ჩემზე მიწოდების, ხელშეკრულებების დადებისა და შესრულების, მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების გზით.
წინამდებარე თანხმობა გაცემულია ჩემ მიერ თავისუფლად, ჩემი ნება-სურვილით და ემსახურება ჩემს ინტერესეს, ის არის კონკრეტული, ინფორმირებადი და ჩემ მიერ გაცნობიერებული.
გთხოვთ იხილოთ დოკუმენტის სრული სახე აქ:
წინამდებარე პოლიტიკაში აღწერილია ის, რომ ჩვენ - „მაკდონალდსის კორპორაცია,“ მათ შორის, შპს თ და კ რესტორნები - როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვიცავთ  და ვაზიარებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას.
მომხმარებელებში შედიან ის პირები, ვინც შემოდის ჩვენს რესტორნებში, იყენებენ ჩვენს ვებ-გვერდებს და მობილურ აპლიკაციებს, და სხვაგვარად ურთიერთობენ ჩვენთან.
ბევრი ჩვენი რესტორანი იმ ფრენშაიზინგის მფლობელთა საკუთრებაში ან მართვაშია, რომლებიც დამოუკიდებელი მეწარმეები არიან. კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე დებულება არ გამოიყენება ჩვენი ფრენშაიზინგის მფლობელთა მიმართ ან მათი ვებ-გვერდების ან მობილური აპლიკაციების მიმართ. გთხოვთ იხილეთ ჩვენი ფრენშაიზინგის მფლობელთა შეტყობინებები პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებენ ისინი კლიენტის შესახებ ინფორმაციას.
1. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ
თქვენ შესახებ პირადი ინფორმაცია ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ, როცა მოდიხართ ჩვენს რესტორნებში, იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს ან მობილურ აპლიკაციებს („ონლაინ სერვისები“) და სხვაგვარად ურთიერთობთ ჩვენთან. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია სამ კატეგორიად იყოფა: (ა) ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით; (ბ) ინფორმაცია, რომელსაც ავტომატური მეთოდებით ვაგროვებთ, და (გ) ინფორმაცია, რომელსაც სხვა წყაროებიდან ვაგროვებთ.
ზოგადად, თქვენი პირადი ინფორმაციის მიწოდება არჩევითია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საჭირო სერვისის გასაწევად ან კანონით მოთხოვნილი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვერ მოგაწოდოთ მომსახურება, თუ არ მოგვაწოდებთ შესაბამის ინფორმაციას.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გავაერთიანოთ ავტომატური მეთოდებით შეგროვებულ ინფორმაციასთან და ჩვენ მიერ სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციასთან ერთად.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით
თქვენ შეიძლება შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდოთ:
•    პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი, გვარი, საფოსტო და ელ-ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, როცა რეგისტრირდებით ჩვენს ონლაინ სერვისებზე, Wi-Fi-ზე, შემოდიხართ ჩვენს ერთ-ერთ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, ან გვიკავშირდებით ტელეფონით ან ჩვენი ონლაინ სერვისების მეშვეობით;
•    ინფორმაცია ოპერაციის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია იმ პროდუქტების შესახებ, რომლებსაც თქვენ ყიდულობთ, ფასების შესახებ, ანგარიშსწორების მეთოდის შესახებ, და ანგარიშსწორების მონაცემებს;
•    ინფორმაცია ანგარიშის შესახენ, მაგ., თქვენი მოსარგებლის სახელი ან პაროლი (ან თქვენი საიდენტიფიკაციო სხვა ნებისმიერი მონაცემი, რომელიც გამოიყენება ჩვენს ონლაის სერვისებზე შესასვლელად ან ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესაძენად ან გამოსაყენებლად;
•    ინფორმაცია პროფილის შესახებ, მათ შორის, იმ პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც თქვენ მოგწონთ, ჩვენთან მოსვლის თქვენთვის სასურველი დროის შესახებ; და
•    სხვა პირადი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენთან ურთიერთობისას თქვენი სურვილისამებრ გვაწვდით.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ავტომატური მეთოდების საშუალებით
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ავტომატური ტექნოლოგია თქვენი მობილური მოწყობილობიდან ინფორმაციის შესაგროვებლად მაშინ, როცა მოდიხართ ჩვენს რესტორნებში, სარგებლობთ ჩვენი ონლაინ სერვისებით, ან რესტორანში არსებული ტექნოლოგიებით. ავტომატური ტექნოლოგია შეიძლება მოიცავდეს cookies მონაცემებს, საერთო სარგებლობის ადგილობრივ ობიექტებს, და ვებ-შუქურებს. ქვემოთ წარმოდგენილია უფრო მეტი ინფორმაცია cookies ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების შესახებ.

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი:
•    ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართის შესახებ;
• კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ოპერატიული სისტემისა და ბრაუზერის ტიპის შესახებ;
•    მობილური მოწყობილობის ტიპი და მისი პარამეტრების შესახებ;
•    თქვენი მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორის (UDID) ან მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორის (MEID) შესახებ;
•    მოწყობილობისა და კომპონენტების სერიული ნომერების შესახებ;
•    რეკლამის იდენტიფიკატორების (მაგალითად,IDFA და IFA) ან მსგავსი იდენტიფიკატორების შესახებ;
•    გადმომმისამართებელი ვებ-გვერის (ანუ იმ საიტის შესახებ, რომელმაც ჩვენამდე მოგიყვანათ) ან აპლიკაციის შესახებ;
•    სხვა ვებ-გვერდებზე, აპლიკაციებზე ან სოციალურ ქსელებში ონლაინ მოქმედებების შესახებ;
•    ჩვენთან ან სოციალურ ქსელში ჩვენთან დაკავშირებით კომუნიკაციების შესახებ, და
•    იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ იყენებთ ჩვენს სერვისებს, მაგ., იმ გვერდებს, რომლებსაც თქვენ ნახულობთ ჩვენს საიტებზე ან თვენს მობილურ აპლიკაციებში.
•    იმის შესახებ, თუ როგორ გამოისყიდით მაკდონალდს საქართველოს ჯილდოს პროგრამაში თქვენი მონაწილეობით დაგროვილ ქულებს, სახელწოდებით „MyMcDonald's Rewards“ და 
•    შეთავაზებებთან და „MyMcDonald's Rewards“-თან დაკავშირებით („ჯილდოები“), რომელთა გამოსყიდვას ირჩევთ ჩვენი აპლიკაციის გამოყენებით.
ჩვენმა ონლაინ სერვისებმა ან რესტორანში არსებულმა ტექნოლოგიებმა შეიძლება შეაგროვოს ინფორმაცია თქვენი მობილური მოწყობილობის ან კომპიუტერის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ გეოგრაფიული ლოკაციის განსაზღვრისა და GPS, Wi-Fi, Bluetooth ტექნოლოგიის ან ფიჭვური კავშირგაბმულობის კოშკურასთან სიახლოვის გამოყენებით. მობილური მოწყობილობებისა და კომპიუტერული სისტემების უმრავლესობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გაგვიუქმოთ ნებართვა იმაზე, რომ მგვარი ინფორმაცია მოწყობილობის ან ვებ-ბრაუზერის პარამეტრების გამოყენებით შევაგროვოთ. თუ გაქვთ კითხვები იმაზე, თუ ჩვენთვის როგორ გახადოთ შეუძლებელი თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებაზე, გირჩევთ დაუკავშირდეთ თქვენი მობილური მოწყობილობის სერვის-რპოვაიდერს, მოწყობილობის მწარმოებელს ან თქვენი ვებ-ბრაუზერის პროვაიდერს. ზოგმა ონლაინ სერვისმა და რესტორანში არსებულმა ტექნოლოგიამ შეიძლება გამართულად არ იმუშაოს თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გარეშე. თუ გსურთ, რომ წავშალოთ ჩვენ მიერ შეგროვებული ის ინფორმაცია, რომლითაც დგინდება თქვენი ადგილმდებარეობა, გთხოვთ დაგვიკავშირდით tk@mcdonalds.ge. ელ ფოსტის მეშვეობით.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას სხვა წყაროებიდან
თქვენ შესახენ ინფორმაცია შეიძლება შევაგროვოთ სხვა კომპანიებიდან და ორგანიზაციებიდან. გარდა ამისა, ჩვენ შეიძლება ის ინფორმაციას შევაგროვოთ, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. მაგალითად, თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება მაშინ შევაგროვოთ, როცა ჩვენთან სოციალური ქსელით ურთიერთობით
2. როგორ ვიყენებთ იმ ინფორმციას, რომელსაც ვაგროვებთ
ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, შეიძლება გამოვიყენოთ:
•    თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად, შეკვეთების შესასრულებლად, და ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებაზე ან ანგარიშსწორების განსახორციელებლად;
•    იმისათვის, რომ მოგითხროთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების, კონკურსების, შეთავაზებების, ფასდაკლებებისა და სპეციალური აქციების შესახებ, რომლებიც ჩვენი აზრით თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს (თუ ამის ნებართვას მოგვცემთ);
•    იმისათვის, რომ მოგითხროთ ჩვენი ბიზნეს-პარტნიორების პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ (თუ ამის ნებართვას მოგვცემთ);
•    იმისათვის, რომ თქვენთან ვიქონიოთ კომუნიკაცია თქვენი შეკვეთების, შესყიდვების ან ჩვენთან თქვენი ანგარიშების შესახებ, აგრეთვე თქვენი მოთხოვნების, კითხვების ან შენიშვნების შესახებ;
•    ჩვენს რესტორნებში და ჩვენს ონლაინ სერვისებზე თქვენი გამოცდილების პერსონალიზების, ჩვენი საქმიანობის მართვის, მათ შორის, ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნის, მომხმარებელთა კვლევის ჩატარების და ჩვენი გაყიდვების, მარკეტინგისა და რეკლამის ეფექტურობის შეფასების მიზნით;
•    ჩვენი პროდუქტების, შეთავაზებების, აქციებისა და ონლაინ სერვისებისა და სხვა ტექნოლოგიების შენარჩუნების, მართვისა და გაუმჯობესების მიზნით;
•    თაღლითობისგან და სხვა დანაშაულებისგან, მოთხოვნებისა და სხვა პასუხისმგებლობებისგან დაცვის, აგრეთვე თაღლითობისა და სხვა დანაშაულების, მოთხოვნებისა და სხვა პასუხისმგებლობების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით,
•    მოქმედი კანონმდებლობის დაცვის მიზნით.
•    ყოველ ჯერზე არჩეული შემოთავაზებების გამოსყიდვისთვის,
•    მაკდონალდსის საქართველოს ჯილდოს პროგრამაში თქვენი მონაწილეობის სამართავად, ე.ი. რომ შეაგროვოთ ქულები და გამოისყიდოთ ისინი თქვენ მიერ არჩეული ჯილდოებისთვის.
•    გამოგიგზავნოთ Push-შეტყობინებები შეთავაზებების, პროდუქტების, კონკურსების და სხვა სიახლეების და/ან მოქმედებების შესახებ (თუ არ გსურთ ასეთი push-შეტყობინებების მიღება, გთხოვთ ეწვიოთ თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრების შეტყობინებების განყოფილებას
ინფორმაცია, რომელსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ, შეიძლება გამოვიყენოთ სხვანაირადაც, რაც იქნება თქვენთვის წინასწარ ცნობილი.
3. როგორ ვაზიარებთ იმ ინფორმციას, რომელსაც ვაგროვებთ
ჩვენ არ ვყიდით თქვენს პირად ინფორმაციას. თქვენს პირად ინფორმაციას ვაზიარებთ მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული წეს(ებ)ის დაცვით.
თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიძლება გავაზიაროთ „მაკდონალდსის ოჯახის“ ფარგლებში. „მაკდონალდსის ოჯახი“ მოიცავს „მაკდონალდსის კორპორაციას,“ ჩვენს შვილობილ კომპანიებს, ჩვენს ფილიალებს, და ჩვენს ფრენშაიზინგის მლობელებს. „მაკდონალდსის ოჯახის“ იმ წევრებს, რომლებიც ამ ინფორმაციას მიიღებენ, არ აქვთ ინფორმაციის წინამდებარე დებულებით განსაზღვრულიგან განსხვავებული წესით გამოყენების ან გაზიარების უფლება.
თქვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლება ასევე გავუზიაროთ იმ მომწოდებლებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას, მაგალითად, ასრულებენ შეკვეთებს, გვიწევენ მონაცემთა დამუშავებისა და სხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურებას, ორგანიზებას უკეთებენ აქციებს, კონკურსებს, პრიზების გათამაშებას, ლატარიებს, ატარებენ კვლევასა და ანალიზს, და ახორციელებენ „მაკდონალდსის“ ინდივიდუალური კლიენტების გამოცდილების პერსონალიზებას. ჩვენ ამ მომწოდებლებს არ ვაძლევთ ამ ინფორმაციის ჩვენი სახელით მომსახურების გაწევის გარდა სხვა მიზნით გაზიარების უფლებას.
სტრატეგიული თუ სხვა სამეურნეო მიზნებისთვის, ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ გაყიდვაზე ან გასხვისებაზე. ასეთი გაყიდვისა თუ გასხვისების ფარგლებში, ჩვენ მიერ შეგროვებული და შენახული ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია კლიენტების შესახებ, შეიძლება გადავცეთ ასეთ გაყიდვაში ან გასხვისებაში მონაწილე ნებისმიერ მხარეს.
ზოგჯერ ჩვენ შეიძლება სხვებს გავუზიაროთ ინფორმაცია, როცა მასში თქვენი ვინაობა პირდაპირ არ დგინდება. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ანონიმური, გასაშუალოებული სტატისტიკური მონაცემები თქვენ მიერ ჩვენი ონლაინ სერვისებით სარგებლობის შესახებ. ან ჩვენ შეიძლება თქვენ შესახებ ინფორმაცია გავაერთიანოთ სხვა მომხმარებლების შესახებ ინფორმაციასთან და ამგვარად მიღებული ინფორმაცია გავაზიაროთ ისე, რომ კონკრეტული მომხმარებელი მითითებული არ იყოს.
ჩვენ გვაქვს უფლება ინფორმაცია საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ ან გავაზიაროთ ისე, რომ დავიცვათ კანონები, რეგულაციები ან შევასრულოთ კანონიერი მოთხოვნები, დავიცვათ ჩვენი ონლაინ სერვისები და რესტორანში არსებული ტექნოლოგიები, შევიტანოთ სარჩელი ან შესაგებელი, დავიცვათ ჩვენი ორგანიზაციის, ჩვენი პერსონალისა და ფრენშაიზინგის მფლობელების ან ფართო საზოგადოების წევრების უფლებები, ინტერესები და უსაფრთხოება, ან თაღლითობისა და სხვა დანაშაულების ან ჩვენი პროცედურების დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით.
4. შეტყობინებები ბავშვთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ
ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა, როცა ჩვენი ონლაინ სერვისებით სარგებლობთ. ჩვენ განსაკუთრებით ვუჭერთ მხარს იმ ბავშვთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას, რომლებიც ჩვენს ონლაინ სერვისებზე შედიან ან ჩვენო ონლაინ სერვისებით სარგებლობენ. წინამდებარე მე-4 პუნქტის (შეტყობინებები ბავშვთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ) მიზანია უპასუხოს თქვენს კითხვებს იმაზე, თუ როგორ ვიყენებთ 12 წლამდე ასაკის ბავშვთა შესახებ ჩვენ მიერ შეგროვებულ პირად ინფორმაციას, როცა ისინი ჩვენი ონლაინ სერვისებით სარგებლობენ.
A. რა პირად ინფორმაციას აგროვებთ?
ჩვენს საიტებზე გთავაზობთ მრავალ რამეს, მაგ., თამაშებს და გასაფერადებელ წიგნებს, რომლებთან დაკავშირებითაც ბავშვებს არ ესაჭიროებათ პირადი ინფორმაციის მოწოდება. ამასთან, ზოგჯერ საქმიანობის ან ღონისძიების ფარგლებში თქვენი ბავშვისგან შეიძლება შევაგროვოთ ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა ელ-ფოსტის მისამართი, საფოსტო მისამართი ან ტელეფონის ნომერი.
ქვემოთ წარმოდგენილია ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის ორი მაგალითი.
•    ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ ბავშვის ელ-ფოსტის მისამართი, რათა შევატყობინოთ, მოიგეს თუ არა კონკურსი, შეჯიბრი, პრიზის გათამაშება ან ლატარეა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ ბავშვს შევატყობინებთ მის მიერ ჩვენთვის მოცემული ელ-ფოსტის მისამართის გამოყენებით. ელ-ფოსტის მისამართს არ გამოვიყენებთ მისი ვადის გასვლის შემდეგ ან სხვა რაიმე მიზნით, რომელიც კანონმდებლობას არ სცდება. 
•    ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ ბავშვის ელ-ფოსტის მისამართი, რათა ვუპასუხოთ მის ერთჯერად მოთხოვნას, მაგალითად, სკრინსეივერის გაგზავნის შესახებ. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ ბავშვის ელ-ფოსტის მისამართს ჩვენს სისტემაში წავშლით მაშინვე, როგორც კი პასუხს გავცემთ, და აღნიშნულ მისამართს სხვა მიზნით არ გამოვიყენებთ.
მშობლის ან მეურვის ნებართვის გარეშე ჩვენ არ გამოვიყენებთ 12 წლამდე ასაკის ბავშვისგან მიღებულ სხვა პირად ინფორმციას. თუ ასეთი ნებართვა დაგვჭირდა, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს ელ-ფოსტის მისამართს, რათა გაცნობოთ, როგორ ვიყენებთ ინფორმაციას, და რათა მივიღოთ თქვენი ნებართვა თქვენი ბავშვისგან ინფორმაციის მიღებაზე.
ჩვენ ბავშვისგან მოვითხოვთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც გონივრულად აუცილებელია იმისათვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ რაიმე ონლაინ საქმიანობაში ან ღონისძიებაში.
B. როგორ იყენებთ პირად ინფორმაციას, რომელსაც აგროვებთ?
თქვენი ბავშვის მიერ მოცემულ ელ-ფოსტის მისამართს ვიყენებთ მოთხოვნებზე რეაგირების მიზნით ან მათთვის იმის სათქმელად, მოიგეს თუ არა ის კონკურსი, შეჯიბრი, პრიზის გათამაშება ან ლატარეა, რომლებშიც ისინი ჩაერთნენ. თქვენს ელ-ფოსტის მისამართს გამოვიყენებთ, რათა გაცნობოთ, როგორ ვიყენებთ პირად ინფორმაციას, ან რათა მივიღოთ თქვენი ნებართვა.
C. როგორ აზიარებთ პირად ინფორმაციას?
თუ ეს გონივრულად აუცილებელია, თქვენი ბავშვის შესახებ პირადი ინფორმაცია სხვა ადმაიანებს ან ორგანიზაციებს შეიძლება გავუზიაროთ შემდეგ შემთხვევებში:
•    ჩვენი ონლაინ სერვისების უსაფრთხოების დასაცავად;
•    პასუხისმგებლობის წინააღმდეგ სიფრთხილის ზომების მისარებად;
•    თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოგვეთხოვება კანონით ან ხელისუფლების ორგანოების მოთხოვნებზე რეაგირების მიზნით;
•    როცა მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია ან მიზანშეწონილია ფიზიკური ზიანის ან ფინანსური ზარალის აღსაკვეთად;
•    საეჭვო ან რეალური დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით.
თქვენი ბავშვის შესახებ პირადი ინფორმაცია შეიძლება ასევე გავუზიაროთ მომწოდებლებს (რომლებიც გვიწევენ მომსახურებას), მაგალითად, ახორციელებენ ჩვენი საიტების ჰოსტინგს, გვიწევენ ტექნიკურ მომსახურებას, ასრულებენ მოთხოვნებს, ორგანიზებას უკეთებენ აქციებს, კონკურსებს, პრიზების გათამაშებას ან ლატარიებს. ჩვენ ამ მომწოდებლებს არ ვაძლევთ მათთვის ჩვენ მიერ გადაცემული ინფორმაციის გაზიარების უფლებას, თუ ეს აუცილებელი არ არის იმისათვის, რომ მათ მომსახურება გაგვიწიონ.
D. მშობელთა მოთხოვნები ბავშვთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ
თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ბავშვისგან ჩვენ მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაცია, რომელიც წაშლილი არ არის, და გვთხოვოთ აღნიშნული პირადი ინფორმაციის ჩვენი ჩანაწერებიდან წაშლა, თუ ეს უკვე გაკეთებული არ გვაქვს. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება აგვიკრძალოთ შემდგომში თქვენი ბავშვის შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვება ან გამოყენება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე მოცემული გაქვთ ნებართვა აღნიშნულზე. ამის გასაკეთებლად გთხოვთ დაგვიკავშირდით ტელეფონით ან ელ-ფოსტით ან მოგვწერეთ (ჩვენი საკონტაქტო მონაცემები წარმოდგენილია ქვემოთ).
E. ვის უნდა დავუკავშირდე ბავშვთა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ?
ჩვენ მშობლებს მოვუწოდებთ რეგულარულად აკონტროლონ და თვალყური ადევნონ მათი შვილების ონლაინ საქმიანობას. თუ გაქვთ კითხვები ბავშვთა პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ ჩვენს წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ მისამართზე/ელ-ფოსტის მისამართზე.
5. თქვენი არჩევანი
თუ თანხმობა განაცხადეთ ჩვენგან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, შეგიძლიათ მოგვიანებით ამაზე უარი განაცხადოთ ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის ინსტრუქციების გამოყენებით - აღნიშნული ინსტრუქციები მოცემულია ჩვენ მიერ თქვენთვის გამოგზავნილ სარეკლამო შეტყობინებებში. გარდა ამისა, შეტყობინებების მიღების სასურველი პარამეტრები ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის ინსტრუქციებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ იმ ონლაინ სერვისების პროფილის განყოფილებაში, რომლებითაც თქვენ სარგებლობთ. გარდა ამისა, შეტყობინებების მიღების სასურველი პარამეტრების შეცვლა შეიძლება შესაძლებელი იყოს თქვენი მოწყობილობის პარამეტრების გამოყენებით. აგრეთვე, შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმა შეგიძლიათ, თუ დაგვიკავშირდებით ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ტელეფონის ნომერზე ან ელ-ფოსტის მისამართზე. თუ მართლაც უარს იტყვით ჩვენგან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, ჩვენ შეიძლება მაინც გამოგიგზავნოთ შეტყობინებები თქვენი ოპერაციების შესახებ, ან ჩვენთან არსებული თქვენი ანგარიშების შესახებ, აგრეთვე იმ კონკურსების, შეჯიბრებების, პრიზის გათამაშებების ან ლატარეების, რომლებშიც თქვენ ჩაერთვეთ. ერთი სახის შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სახის შეტყობინებებიც მიღებაზეც უარი თქვით. მაგალითად, თუ უარს იტყვით სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, თქვენ შეიძლება მაინც მიიღოთ სარეკლამო ტექსტური მესიჯები, თუ თქვენ დაეთანხმეთ მათ მიღებაზე. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ თუ შეტყობინებებს „მაკდონალდსის“ ფრენშაიზინგის მფლობელისგან იღებთ, მაშინ უშუალოთ მათ უნდა უთხრათ უარი შეტყობინებების მიღებაზე.

ჩვენ პირად ინფორმაციას მესამე მხარეებს არ ვუზიარებთ მათი საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვს იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან ამაზე თანხმობა არ გვაქვს მოცემული. როცა შეტყობინებას გაწვდით და თქვენ თანხმობას აცხადებთ, თქვენს პირად ინფორმაციას ისე გავაზიარებთ, როგორც თქვენ მიგვითითებთ.
თქვენ შესახებ ინფორმაციას იმდენ ხანს ვინახავთ, რამდენიც საჭიროა პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე დებულებაში განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მონაცემთა შენახვის შესახებ ჩვენი პროცედურების დასაცავად (თუ კანონით უფრო ხანგრძლივი ვადა არ მოითხოვება). (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ვალდებულნი ვართ შევინახოთ თქვენი მონაცემები უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში). ჩვენი ჩანაწერების შენახვის პოლიტიკა ასახავს მოქმედ კანონმდებლობას. ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენს მონაცემებს იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად (მაგალითად, თუ ჩვენ გვჭირდება თქვენი მონაცემების შენახვა მოქმედი საგადასახადო/შემოსავლების კანონმდებლობის შესასრულებლად), დავების გადაწყვეტა, კონტრაქტების აღსრულება და ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკით.
ჩვენთვის ონლაინ სერვისების მეშვეობით მოწოდებულ ნებისმიერ პირად ინფორმაციას თქვენ აკონტროლებთ. თუ გსურთ თქვენს ხელთ არსებული პირადი ინფორმაციის კორექტირება, გთხოვთ დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ტელეფონის ნომერზე ან ელ-ფოსტის მისამართზე.
6. ონლაინ სერვისებისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენება
ჩვენ და ჩვენი მომწოდებლები, რომლებიც მომსახურებას გვიწევენ, ჩვენს ონლაინ სერვისებზე და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში, მაგ., ონლაინ რეკლამაში, შეიძლება ვიყენებდეთ cookies ფაილებს, ვებ-შუქურებს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს ინფორმაციის შესაგროვებლად და თქვენ მიერ მოთხოვნილი პროდუქტების ან სერვისების მოსაწოდებლად.
cookies ფაილები და სხვა ტექნოლოგიები
“cookie” არის პატარა ტექსტური ფაილი, რომელიც იდება ინტერნეტით მოსარგებლის ვებ ბრაუზერზე ან მოწყობილობაზე და გამოიყენება მოსარგებლის დასამახსოვრებლად ან/და მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
“web beacon” ანუ ვებ-შუქურა არის ვებ-გვერდში, აპლიკაციაში ან ელ-ფოსტაში ჩატანებული პატარა ობიექტი ან გამოსახულება, რომელიც გამოიყენება საქმიანობაზე დაკვირვების მიზნით. ზოგჯერ მათ პიქსელებად და იარლიყებადაც მოიხსენიებენ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ შემდეგი:
•    ჩვენი ონლაინ სერვისებით სარგებლობისას შეიძლება შეგხვედრიათ “cookie” ფაილი;
•    ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი ფუნქცია მხოლოდ cookies ფაილებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით არის ხელმისაწვდომი;
•    ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დროებითი (თქვენი შემოსვლის ხანგრძლივობით), ასევე მუდმივი (ფიქსირებული დროის პერიოდით) cookies ფაილები და კვალის მიგნების სხვა ტექნოლოგიები;
•    ჩვენს ონლაინ სერვისებში და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში შეიძლება იყოს “ვებ-შუქურები”.
cookies ფაილები, ვებ-შუქურები და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები შეიძლება გამოვიყენოთ პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე დებულებაში განსაზღვრული მიზნით ინფორმაციის შესაგროვებლად. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიებით შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება გავაერთიანოთ იმ ინფირმაციასთან, რომელიც თქვენ შესახებ შეგროვებულია პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე დებულებაში აღწერილი სხვა საშუალებებით.
ეს ტექნოლოგიები ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ:
•    თქვენი ან თქვენი მოწყობილობის უნიკალურად იდენტიფიცირების მიზნით;
•    თქვენთვის ჩვენს მობილურ სერვისებზე დაშვების მოსაცემად და თქვენ მიერ ჩვენი მობილური სერვისებით სარგებლობისთვის იმ შემთხვევაში, როცა მათ გარეშე ჩვენმა მობილურმა სერვისებმა გამართულად შეიძლება არ იმუშაოს.
•    ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად;
•    ჩვენი ონლაინ სერვისების ფუნქციონირებაზე (მაგ., ტრაფიკი, უარები, გვერდის გამოყვანის დრო, პოპულარული პუნქტები და ა. შ.) მონიტორინგში დასახმარებლად;
•    რათა სარგებლობის გაიოლების მიზნით დაგიმახსოვროთ, როცა ჩვენს ონლაინ სერვისებზე შემოდიხართ;
•    თქვენი გამოცდილების პერსონალიზაციის მიზნით;
•    მოგაწოდოთ რეკლამები მიზანმიმართული რეკლამის ფარგლებში, და
•    პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე დებულების შემდეგ პუნქტში აღწერილი სხვა მიზნებით: „როგორ ვიყენებთ იმ ინფორმციას, რომელსაც ვაგროვებთ.“
მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვიყენებდეთ ტექნოლოგიებს იმის დასადგენად, გახსენით თუ არა ელ-ფოსტა ან გაყევით თუ არა ელ-ფოსტაში მოცემულ ბმულს, როგორ იყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციები არსებულ გვერდებს და ინფორმაციას, ან გახსენით თუ არა „მაკდონალდსის“ ონლაინ რეკლამა.
ჩვენც და სხვებიც (მაგალითად, ჩვენი სარეკლამო ქსელები) ამ ტექნოლოგიებს შეიძლება ვიყენებდეთ თქვენი ონლაინ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, დროთა განმავლობაში და მესამე მხარეთა ვებ-გვერდებზე და მოწყობილობებზე, და ჩვენი ონლაინ სერვისების გამოყენებისას ჩვენთან თქვენი გამოცდილების პერსონალიზების მიზნით.
თქვენს ვებ-ბრაუზერში გამოიყენეთ არჩევანები, თუ არ გსურთ “cookie” ფაილის მიღება ან თუ გსურთ, თქვენი ბრაუზერი ისე დააყენოთ, რომ მან შეგატყობინოთ “cookie” ფაილის მიღება. თქვენს ბრაუზერში დაუწკაპუნეთ „დახმარება“ განყოფილებას, რათა გაიგოთ, როგორ შეცვალოთ “cookie” ფაილის პარამეტრები. თუ ყველა “cookie” ფაილს გათიშავთ, თქვენ შეიძლება ვეღარ ისარგებლოთ ვებ-გვერდზე არსებული ყველა ფუნქციით.
“არ გაყვეთ კვალს" პარამეტრი
ზოგ უფრო ახალ ვებ-ბრაუზერს შეიძლება ჰქონეს “არ გაყვეთ კვალს" პარამეტრი, რომელიც “არ გაყვეთ კვალს" შეტყობინებას უგზავნის იმ ვებ-გვერდებს, როლებზეც თქვენ შედიხართ და ატყობინებს მათ, რომ თქვენ არ გსურთ თქვენს საქმიანობაზე დაკვირვება. „მაკდონალდსი“ ამ ეტაპზე არ იღებს ზომებს “არ გაყვეთ კვალს" სიგნალებზე რეაგირების მიზნით, რადგან ერთიანი ტრექნოლოგიური სტანდარტი ჯერ შემუშავებული არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ტექნოლოგიების განხილვას და შეიძლება შემოვიღოთ სტანდარტი, როგორც კი შეიქმნება.
თუ ჩვენს ონლაინ სერვისებზე ხელმისაწვდომია ვიდეო, ჩვენ შეიძლება დავაკვირდეთ იმ ვიდეოებს, რომლებსაც თქვენ უყურებთ. ონლაინ სერვისების ან მესამე მხარეთა სოციალური ქსელების მეშვეობით თქვენ მიერ ვიდეოების ყურებაზე ჩვენს დაკვირვებას თქვენ ეთანხმებით ორ წლამდე ვადით ან შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ვადით ან თანხმობის გაუქმებამდე.
მიზანმიმართული რეკლამა
როცა ჩვენი ონლაინ სერვისებით სარგებლობთ, ჩვენ (და ჩვენმა მომწოდებლებმაც, რომლებიც მომსახურებას გვიწევენ) თქვენი საქმიანობის შესახებბ ინფორმაცია შეიძლება შევაგროვოთ, რათა მოგაწოდოთ ის რეკლამა, რომელიც თქვენს ინტერესებში შედის.
რადგან ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სარეკლამო ქსელებში, ზოგიერთი რეკლამა შეიძლება სხვა ვებ-გვერდებზეც ნახოთ. სარეკლამო ქსელები საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია გამოგიგზავნოთ ტქვენი ინტერესების, თქვენთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციისა და კონტექსტუალური საშუალებების მიხედვით. აღნიშნული სარეკლამო ქსელები დროთა განმავლობაში თქვენს ონლაინ საქმიანობას აკვირდება “cookie” ფაილების, “ვებ-შუქურებისა” და ვებ-სერვერის ჩანაწერების გამოყენებით. სარეკლამო ქსელები ამ ინფორმაციას იყენებენ, რათა გაჩვენონ ის რეკლამები, რომლებიც თქვენთვის შეიძლება განსაკუთრებით საინტერესოა. იმ სარეკლამო ქსელებმა, რომლებშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, შეიძლება შეაგროვონ ინფორმაცია იმ ვებ-გვერდებზე თქვენს ვიზიტებზე, რომლებიც ასევე მონაწილეობენ შესაბამის სარეკლამო ქსელში, მაგალითად, იმ გვერდებზე ან რეკლამებზე, რომლებსაც თქვენ უყურებთ, და იმაზე, თუ როგორ იყენებთ ვებ-გვერდებს. როგორც ჩვენს ონლაინ სერვისებზე, ასევე სარეკლამო ქსელებში მონაწილე მესამე მხარეთა ვებ-გვერდებზე ამ ინფორმაციას ვიყენებთ თქვენთვის თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამების მოსაწოდებლად და ჩვენ მიერ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ეფექტურია ჩვენი მარკეტინგული საქმიანობა.

თუ გსურთ მიზანმიმართული რეკლამების მიღებაზე უარის თქმა, ეწვიეთ ვებ-გვერდს აქ მოცემული ბმულების გამოყენებით www.aboutads.info/choices ან www.networkadvertising.org/managing/opt_out.asp. თუ აირჩევთ და რეკლამების მიღებაზე უარს იტყვით, თქვენ მაინც მიიღებთ რეკლამებს, მაგრამ ისინი თქვენს ინტერესებზე მორგებული არ იქნება.
7. სხვა ვებ-გვერდებთან და სოციალურ ქსელებთან დამაკავშირებელი ბმულები
ჩვენმა ონლაინ სერვისებმა შეიძლება შემოგთავაზონ ბმულები იმ ვებ-გვერდებზე, რომლებიც არა ჩვენია, არამედ მესამე მხარებისაა. თუ ერთ-ერთ ასეთ ბმულიან ვებ-გვერდზე შეხვალთ, უნდა გაეცნოთ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ვებ-გვერდის პოლიტიკას და პირობებს, და მათ სხვა წესებს. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარეთა პოლიტიკაზე და წესებზე. ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც ასეთ ორგანიზაციებს მიაწვდით, მიუდგებიან პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ მათი შესაბამისი პოლიტიკისა და პირობების, და სხვა წესების მიხედვით.
ჩვენს ონლაინ სერვისებზე ჩვენ შეიძლება ასევე გვყავდეს პროვაიდერები სხვა აპლიკაციებისა, პროგრამებისა და მიერთებული პროგრამებისა, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა „ფეისბუქის“ „მოიწონე“ ღილაკები, რომლებიც შეიძლება ასევე იყენებდნენ თქვენ მიერ ამ ფუქნციების გამოყენებაზე ინფორმაციის შეგროვების ავტომატურ მეთოდებს. ამ ორგანიზაციებმა თქვენი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ თავიანთი საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად.
8. ინფორმაციული უსაფრთხოება
ჩვენ მხარს ვუჭერთ შესაფერისი ზომების მიღებას, რომელთა მიზანია თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა. ჩვენი ტექნიკური, ადმონისტრაციული და ფიზიკური პროცედურების მიზანია პირადი ინფორმაციის დაცვა შემთხვევითი უკანონო ან უნებართვო დაკარგვისგან, წვდომისგან, გამჟღავნებისგან, გამოყენებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვიღებთ ზომებს ჩვენი ინფორმაციული სისტემების დასაცავად, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რომელიმე ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია, კომპიუტერული სისტემა ან ინფორმაციის ინტერნეტით ან სხვა საჯარო ქსელით გადაგზავნა 100%-იანად დაცული იყოს.
9. პირადი ინფორმაციის შენახვა
პირად ინფორმაციას ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად ან ან „მაკდონალდსის“ მონაცემთა შენახვის სხვა პოლიტიკით, თუ კანონით უფრო ხანგრძლივი ვადა არ მოითხოვება ან არ არის ნებადართული.
10. მონაცემთა უცხო ქვეყნებში გადაცემა
„მაკდონალდსი“ გლობალური ორგანიზაციაა, რომლის ბიზნეს-პროცესები, მართვის სტრუქტურა და ტექნიკური სისტემები სხვადასხვა ქვეყანას მოიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლევა გავიზიაროთ „მაკდონალდსის ოჯახში“ და გადავცეთ მსოფლიოს იმ ქვეყბნებში, სადაც ვახორციელებთ საქმიანობას, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური ზონის [EEA] ფარგლებს მიღმაც. ინფორმაციის გადაცემა დაკავშირებული იქნება პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული და კანონით ნებადართული მიზნით გამოყენებასთან.
11. პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა
პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე დებულება ძალაშია დებულების დასაწყისში მითითებული დღიდან. პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე დებულებაში ცვლილებები შეიძლება პერიოდულად შევიტანოთ. ასეთ შემთხვევაში, გადამუშავებულ ვარიანტს აქ გამოვაქვეყნებთ და დებულების დასაწყისში შევცვლით „ბოლო განახლების თარიღს“ (დღე, რომლიდანაც გამოიყენება). ეს ადგილი რეგულარულად შეამოწმეთ, რათა იხილოთ პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე დებულების ყველაზე ბოლო ვარიანტი.

 

12. როგორ დაგვიკავშირდეთ
თუ გაქვთ კითხვა პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ წინამდებარე დებულებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
შპს თ და კ რესტორნები
მაკდონალს საქართველო
ძმები კაკაბაძეების ქუჩა #1, თბილისი,საქართველო
+995 32 2 92 29 44
tk@mcdonalds.ge